სად ისურვებდით ყოფნას ამ წუთას?

FUN-ტესტი

5 მარტი 13:00, 2018 წელი

ყოველდღე იმდენი წვრილმანი საქმე გვაქვს, რომ ვერც კი ვიგებთ, როგორ ვპარავთ საკუთარ თავს ბედნიერებას. აქ მოცემული 8 ადგილიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა გაკლიათ ცხოვრებაში...

1. სკამი ბაღში
თქვენ ურთიერთობა და საუბრები გჭირდებათ. არა უბრალოდ ორიოდე სიტყვა, არამედ ხანგრძლივი, გულითადი საუბრები. იპოვეთ დრო ძველი მეგობრისთვის, სთხოვეთ მას გამონახოს დრო თქვენთვის... ისაუბრეთ მასთან თუნდაც დილამდე, ყველაფერზე, წარსულზე, აწმყოზე. 

2. ბილიკი ტყეში
თქვენ განახლება გჭირდებათ. მაგრამ არა - კარდინალური. თქვენი ცხოვრების ძირითადი კარკასი გაკმაყოფილებთ, მაგრამ თუნდაც გარეგნული, მცირეოდენი ცვლილებები საჭიროა. შესაძლოა, ეს იყოს ვარცხნილობა ან სამოსის სტილი. შესაძლოა, ახალი პროფესიის ათვისებაც გამოდგეს.

3. ყავა და კარგი ხედი
თქვენ გრძნობების განახლება გჭირდებათ, ცხოვრებისთვის ახალი გემოს მინიჭება. ის ამ ბოლო დროს ძალიან მტკნარი გახდა. ამაში სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მოგზაურობაც დაგეხმარებათ. ასევე, სცადეთ, რამე ახალი შთაბეჭდილება მიიღოთ: ჯირითი, პეინტბოლი, პარაშუტით ხტომა. ოღონდ სულელური რისკი არ გინდათ.

4. სახლი მთაში
თქვენ უბრალო და მშვიდობიანი ცხოვრება გჭირდებათ. ძალიან გადაღლილი ხართ. იდეალური ვარიანტი იქნება მიყრუებულ ადგილას გამგზავრება. დაანთეთ ღუმელი, მოიყვანეთ მოსავალი, იყოლიეთ ძროხა ან თხა. დაიძინეთ წვიმის ხმაურში, გაიღვიძეთ იასამნის სურნელით და ჩიტების სტვენით.

5. ტბა
თავისუფლება გჭირდებათ. თქვენი ახლანდელი ცხოვრება გახრჩობთ. თავი იგრძენით ნიავად, ნუ იფიქრებთ შედეგებზე, მოსწყდით ადგილს და გაფრინდით იქით, საითაც საკუთარი გული გიხმობთ.

6. მყუდრო ეზო
ნორმალური ცხოვრება გჭირდებათ. სრულიად ჩვეულებრივი, აღმასვლისა და ვარდნების გარეშე. შეეცადეთ, რაღაც მაინც მოიყვანოთ წესრიგში. შეადგინეთ დღის რეჟიმი და დაიცავით. გირჩევთ, ყოველდღე უცვლელად გქონდეთ: ვარჯიში, სადილის დრო, ძილის წინ სეირნობა.

7. შუქურა
თქვენ ოცნება გჭირდებათ, რაღაც იმედი. რაღაც, რასაც დაელოდებით, რომლისკენაც ივლით. რეალური ოცნება, რომელსაც შესასრულებლად ყველა შანსი აქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ადვილადაც არ უნდა მიიღწეოდეს. ოცნებისკენ მიმავალი გზა შრომაზე, გამოცდილებაზე, თმენასა და გამძლეობაზე უნდა გადიოდეს.

8. ტერასა წყალთან
შვებულება გჭირდებათ, ისეთ ადგილას დასვენება, სადაც ბევრი მზეა და არავითარი საზრუნავი არ გექნებათ. უკან დაბრუნებული ადვილად შეამჩნევთ, რამხელა ენერგიით ხართ სავსე.

წყარო
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?