აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ

FUN-ტესტი

12 აპრილი 13:00, 2018 წელი

იცით, რომ ფეხსაცმელსაც კი ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ვირჩევთ. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები ადვილად „კითხულობენ ადამიანს“ მისი ფეხსაცმლის მიხედვით - ისე, რომ თვალებში არცკი ჩახედავენ. 

1. სპორტული ფეხსაცმელი (უქუსლო)
თქვენი გრაფიკი წუთებამდეა გაწერილი. სამუშაო, მეგობრები, სპორტი, საინტერესო გატაცება... მუდმივად მოძრაობაში ხართ, ყველაფრის მოსწრებას ცდილობთ. ამის გამო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების უფლებას საკუთარ თავს ვერ აძლევთ.
თითქმის წლის საქმე წინასწარ გაქვთ გაკეთებული, მაგრამ  მაინც ვერ ჩერდებით. მაინც რა იმალება თქვენი სახის უკან?  კეთილი, გულითადი და საკმაოდ კონსერვატორული ადამიანი. ძალიან არ გიყვართ ცვლილებები. შეჩერება, სულის მოთქმა, მომენტით დატკბობა - რაღაც უცხო და გაუგებარია თქვენთვის.


2. „ბალეტკები“ (1-2 სანტიმეტრი)
უკვე საკმაოდ გაიზარდეთ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ზამთარში უქუდოდ გცივათ, ქუსლებზე კი თავს უხერხულად გრძნობთ. თავდაჯერებული ბრძანდებით და ზუსტად იცით, რა გსურთ.
ზოგჯერ საკუთარი სიმამაცე გღლით, რის გამოც უსასოობაში ვარდებით. მაგრამ ეს უხასიათობა სწრაფად გადის. ამისთვის საკმარისია ფილმის სანახავად არასერიოზულ, 10-სანტიმეტრიან ქუსლებზე შედგეთ.


3. დაბალი და ბრტყელი ქუსლები (3-4 სანტიმეტრი)
ტრადიციულად ასეთი ქუსლები მამაკაცურად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ მათ მოყვარულ გოგონებს მტკიცე და კაცური ხასიათი აქვთ. მათთან კამათი კაცებსაც კი უჭირთ. არადა მთელი დღე კაცების თანასწორად გაატარო, ქალისთვის მაინც რთულია. ამიტომ ზოგჯერ ქალური „იარაღიც“ გაიხსენეთ - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვით.


4. დაბალი „ტანკეტკა“, ქუსლი-სირჩა (4-6 სანტიმეტრი)
ამგვარ ქუსლებს რბილი ხასიათის, მოქნილი გოგონები ირჩევენ. ისინი ძლიერ უყვართ სამსახურში. მათ კომპრომისზე წასვლის უნარი აქვთ და უაზრო კამათი არ უყვართ, ამიტომ მათგან კარგი მეუღლეები გამოდიან. მათ უყვართ წესრიგი და სიმყუდროვე. თუმცა დროდადრო არ აწყენთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და 12-სანტიმეტრიან ქუსლებზე შედგომა.


5. საშუალო ქუსლები (7-9 სანტიმეტრი)
კოკო შანელის საყვარელი რჩევაა - „დღისით ბატი იყავი, ხოლო ღამით პეპელა“. როგორც ჩანს, ეს რჩევა კარგად იციან მათ, ვინც 7-სანტიმეტრიან ქუსლს ყოველდღიურად ხმარობს. არც ძალიან მაღალია, რომ დაგღალოთ და საკმარისია იმისთვის, რათა მსუბუქად გადაიხაროთ და წელი გამოაჩინოთ.
ეს ქალები ნაცნობობას ადვილად აბამენ, მაგრამ არანაკლებად ადვილად იშორებენ მომაბეზრებელ თაყვანისმცემელს. საშუალო ქუსლების არჩევანი, ერთი მხრივ, საღი აზრის და, მეორე მხრივ, რომანტიკულობის ნიშანია. თქვენ ხომ მომაბეზრებელი საოფისე საქმიანობის შემდეგ პაემანზე კი არ მიიზლაზნებით, პეპელასავით მიფარფატებთ.


6. ქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე (10-12 სანტიმეტრი)
საკუთარ მომხიბვლელობაში ეჭვი არ გეპარებათ, მაგრამ ამას არ ეყრდნობით. ფსიქოლოგების აზრით, მსგავს ფეხსაცმელს ჭკვიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგონები ირჩევენ, რომლებსაც ფეხზე მყარად დგომა სურთ.
კამათში საკუთარ აზრს თამამად იცავთ და ზოგჯერ უაპელაციოც ბრძანდებით. ასევე, ძნელია თქვენი პროგნოზირება. ეს კარგი თვისებაა ხელმძღვანელ სამუშაოზე მყოფი ან საკუთარი ბიზნესის მქონე ადამიანისთვის.


7. „შპილკები“ (12-14 სანტიმეტრი)
სავარაუდოდ, შესანიშნავი გარეგნობა გაქვთ და თაყვანისმცემლებიც არ გასვენებენ. მთავარი კი მაინც თქვენი ნებისყოფაა. მხოლოდ ძალიან შეუპოვრებსა და თავდაჯერებულებს შეუძლიათ მთელი დღე 12-სანტიმეტრიან „შპილკებზე“ დგომა.
„ეს მარტივია!“ - იტყვით თქვენ და თქვენთვის მართლაც ასეა. ყველაფერი ხომ მიჩვევის ამბავია. მაგრამ საკუთარ ფეხებს უნდა გაუფრთხილდეთ და დროდადრო მაინც ჩაიცვათ რამე უფრო კომფორტული.


8. ქუსლი 15 სანტიმეტრი და ზოგჯერ მეტიც 
თუკი ეს მართალია და მთელი დღე 15-სანტიმეტრიანი ქუსლებით დადიხართ, მაშინ ნამდვილი სექსბომბა ყოფილხართ. იმედი გვაქვს, რომ ამ სექსუალური გარეგნობის უკან თავდაჯერებული გოგონა იმალება, რომელიც ცდილობს, მთელ ქვეყანას დაუმტკიცოს, რომ ის საუკეთესოა. ამას მოახერხებთ თუ არა, ამის მიუხედავად მთავარია, თავად არასდროს დაივიწყოთ, რომ განსაკუთრებული ხართ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?