ძაღლი: ძლიერი
გონებრივად და ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანი ბრძანდებით. თქვენ ის ხართ, ვინც მიზნის მიღწევას მთელი ძალებით ლამობს. თქვენნაირი ადამიანი შესაძლოა, ძლიერ გადატვირთული იყოს, იმიტომ რომ თქვენი ტვინი ძალიან აქტიურია და ინფორმაციის დიდ ნაკადს ამუშავებს, ამასთანავე, ენთუზიაზმს არ კარგავს. თქვენთვის მთავარია, იყოთ ის, ვინც ხართ.
მელია: პოზიტიური
მთლიანობაში ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ეგოისტურიც იყოთ. ბევრი მეგობარი გყავთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ თქვენი იუმორის გრძნობაც მოსწონთ. ცხოვრებისეულ სერიოზულ ამბებს არ განიცდით. თქვენ ბავშვს ჰგავხართ, რომელსაც შოკოლადის ჩუმად ჭამა უყვარს. იმავდროულად თქვენ იცით, როგორ გახადოთ ადამიანები ბედნიერები.
მგელი: შემოქმედებითი
ძალიან რომანტიკული და ემოციური ადამიანი ბრძანდებით. თქვენ ხშირად იღლებით გონებრივადაც და ფიზიკურადაც. მიზეზი თქვენი სამუშაოსადმი დამოკიდებულებაა: არ ჩერდებით მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევთ. იქნებ სცადოთ და ცოტა მოქნილი გახდეთ?