სახე - ძალიან აზრიანი ბრძანდებით. თქვენ ხედავთ იმას, რისი დანახვაც სხვებს უჭირთ. თქვენ პაზლის დეტალებს ადვილად აწყობთ და არსებული სრული სურათის დანახვა არ გიჭირთ. ეს თვისება თქვენს ცხოვრებაზეც ვრცელდება.
თეთრი ანგელოზი - ადამიანი-სიკეთე ბრძანდებით. ცდილობთ, ყველას ასიამოვნოთ და ეს კარგად გამოგდით. თქვენი დანიშნულებაა, ადამიანებს ბედნიერებისა და სუფთა მომავლის არსებობა დააჯეროთ.
შავი ანგელოზი - ადამიანი-მსაჯული ბრძანდებით. გიყვართ სამართლიანობა, სიმართლე და პატიოსნება. თქვენ ხმამაღლა განსჯით მათ, ვისაც დამნაშავედ მიიჩნევთ და ხშირად მართალიც ბრძანდებით.
მუსიკოსი - წესიერი და ჰარმონიული ადამიანი ბრძანდებით. თქვენი ცხოვრება სიმღერას მიაგავს და როგორი განწყობის სიმღერა იქნება ის, ამას თავად განსაზღვრავთ.