1. ვინსენტ ვან გოგის სახე
თუ ვან გოგი დაინახეთ პირველად, მაშინ სიყვარულში პრეტენზიული შემოქმედი ყოფილხართ.
შესაძლოა, ძალიან ემოციური ბრძანდებით და ამიტომაც შეყვარებული კაპრიზული და დაუდეგარი ხდებით. ამან შესაძლოა პარტნიორი თქვენგან გარიყოს. ნუ ვარდებით უკიდურესობაში. ყველას შეიძლება ცუდი განწყობა ჰქონდეს. ამიტომაც ნუ ეცდებით, სასწორის პინა თქვენს სასარგებლოდ გადახაროთ.
2. ქალი შლაპით
შლაპიანი, მიმავალი ქალი თუ დაინახეთ, მაშინ სიყვარულში თავს უზრუნველად გვაჩვენებთ.
ეტყობა, ძველი პარტნიორი თქვენს გასაჭირსა და შეშფოთებას არ იზიარებდა. ამიტომაც ისინი უკუაგდეთ. არადა საკუთარი შიშების დამალვა არ ღირს. ნუ გეშინიათ მათი გაზიარების. მით უფრო მაშინ, როცა თქვენმა პარტნიორმა იცის: რაღაც გაწუხებთ და თავს უზრუნველად აჩვენებთ. ნუ თვალთმაქცობთ!
3. სახლები შორ ფონზე
თუკი შორს სახლები შეამჩნიეთ, მაშინ სიყვარულში თავს დაოჯახების მოსურნედ აჩვენებთ.
შესაძლოა, ვერც აცნობიერებთ, რას აკეთებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. თავი ისე მოგაქვთ, თითქოს მყუდრო ბუდის მოწყობა გსურთ. ამაში არაფერია სამარცხვინო, მაგრამ გადაჭარბება არ შეიძლება.
თუკი თქვენს პარტნიორს თავგადასავლების მოყვარული შეუყვარდა, ძალიან გაოცდება, თუკი ხელთ დინჯი ქალბატონი შერჩება, რომელიც შაბათ საღამოს ტელევიზორის წინ ზის და სულაც არ აპირებს წვეულებაზე წასვლასა და ახალ თავგადასავლებში მონაწილეობას.
4. ცენტრში მამაკაცი, რომელიც ზის
თუკი ცენტრში მჯდომარე მამაკაცი შეამჩნიეთ პირველად, მაშინ სიყვარულში პარტნიორის სურვილებს დიდ ანგარიშს უწევთ.
თუკი მას სუში უყვარს, თქვენც შეიყვარებთ. თუკი მას ხელოვნებაზე ანდა ტექნიკაზე ლექციის მოსმენა სურს, თქვენ სიამოვნებით გაყვებით.
საქმე ისაა, რომ რაღაც გაკლიათ და ეს რაღაც ძალიან გაწუხებთ. მაგრამ ეს არასწორი პოზიციაა, უფრო მეტიც, მას თქვენ ვერ გადაწყვეტთ.
თუკი პარტნიორს უყვარხართ, არაა საჭირო მისი გაოცება და თავის სხვად მოჩვენება. იყავით ის, ვინც ხართ. მან ხომ ასეთი შეგიყვარათ.