ვარიანტი #1
თქვენი ურთიერთობები დღეს უკეთესია, ვიდრე ოდესმე იყო. მეგობრული ურთიერთობები ხშირად გამხნევებდათ. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიშანს, რომელსაც კი სამყარო გიგზავნით და როცა ბევრ დამთხვევას აღმოაჩენთ - გაითვალისწინეთ.
ვარიანტი #2
ბოლო დროს წარსულს მოწყენილი იხსენებთ. შეეშვით, ნაღველი თქვენს ცხოვრებას არ უნდა აკონტროლებდეს. წარსული - ეს უკვე გავლილი გზაა. თქვენი მიზანი მომავალია. მალე შეხვდებით მას, ვინც თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.
ვარიანტი #3
ბავშვობა საკმაოდ რთული გქონდათ, ამიტომაც ახლა ადამიანთა ნდობა ცოტა გიჭირთ. ოჯახის წევრები თქვენთან მოახლოებას ცდილობენ, მაგრამ თქვენ ამის საშუალებას არ აძლევთ. კარგი იქნება, თუკი ზოგჯერ მათაც მოუსმენთ. ეს მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ.
ვარიანტი #4
შეეცადეთ, რუტინას თავი დააღწიოთ. რამდენიმე წუთი მედიტაციას დაუთმეთ, სხეული მოადუნეთ და საკუთარ თავთან განმარტოვდით. ეს ახალ ენერგიას მოგანიჭებთ და ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდს გახდის.
ვარიანტი #5
ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ამჟამად თქვენს დახმარებას საჭიროებს. ხელი გაუწოდეთ მას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ვარიანტი #6
ფოკუსირება პოზიტივზე მოახდინეთ, ენერგიის ნაკლებობისას ეს დაგეხმარებათ. ცხოვრება მშვენიერია. მომავალი კვირა განსაკუთრებული გექნებათ.
ვარიანტი #7
კარგი იქნებოდა, საყვარელ ადამიანს რაიმე განსაკუთრებულ კერძს თუ მოუმზადებდით. ნახავთ, როგორ ესიამოვნება. მადლობის ნიშნად კი ისეთ რამეს გაგიკეთებთ, რომ დიდხანს გემახსოვრებათ.