ოქროს თევზი #1
ოქროს თევზმა თქვენი სურვილი ყურადღებით მოისმინა. თქვენი ოქროს თევზი ყველაზე ახალგაზრდაა და დიდი ძალების პატრონი არაა. მაგრამ თქვენნაირი კარგი ადამიანისთვის ის მზადაა, ძალები მოსინჯოს. ასე რომ, ელოდეთ! ყველაფერი მალე მოხდება“!
ოქროს თევზი #2
ოქროს თევზმა თქვენი სურვილი მოისმინა, ჩაიცინა და კუდი გაიქნია. თქვენი სურვილის შესრულებას დრო სჭირდება. თუკი გსურთ, რომ სურვილი მალე აგისრულდეთ, თქვენც უნდა გაისარჯოთ. ოქროს თევზი ყოვლისშემძლე არაა.
ოქროს თევზი #3
თქვენ უნიკალური თევზი დაიჭირეთ. ის უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ უნიკალური ძალის პატრონია. თქვენი სურვილი მალე შესრულდება. ამას გარდა, სულ მალე თქვენს სახლში დიდი სიხარული დაისადგურებს.
ოქროს თევზი #4
თქვენი თევზი ცდილობს, შეგახსენოთ, რომ უკვე ბევრ რამეს ფლობთ, მაგრამ არ აფასებთ. თევზი სურვილს შეგისრულებთ, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. სამუშაოს დარჩენილი ნაწილის შესრულება თქვენ მოგიწევთ. ნუ აღელდებით, ოქროს თევზი შრომისთვის ჯილდოს გპირდებათ.