სიმბოლო #1
ეს სიმბოლო თქვენი ცხოვრების ერთ ანდა ორ მხარეს ეხება. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, გაზარდოთ თქვენი ვიბრაცია, გაასუფთაოთ უარყოფითი კარმა, შექმნათ პოზიტიური კარმა და საოცარი შესაძლებლობებით გაიმართოთ.
სიმბოლო #2
ეს სიმბოლო ნიშანია იმისა, რომ დროა, შინაგან ხმას დაუჯეროთ. ამ ნდობითი ნახტომის გასაკეთებლად შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ. ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან პატიოსანი იყოთ. ცვლილებები გარდაუვალია. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ცვლილებების ინიციატორი თავად ვართ და არა ვინმე სხვა.
სიმბოლო #3
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძველი აზროვნება მოიშოროთ. ისინი გზღუდავთ და ყველაფერ ახალს გაშორებთ. აზრთა სისტემაში ცვლილებების შეტანისას ზოგჯერ თავდაჯერებული ვხდებით. წარსულის უიღბლობები დაღად მოგვყვება. თუკი მზად ხართ, უკუაგდოთ ისინი და სიახლეები მიიღოთ, მაშინ უახლოეს ხანში ძალიან გაოცდებით.
სიმბოლო #4
ბეჭედი ურთიერთობებში ბალანსისკენ მოგიწოდებთ. პატივი ეცით მეორე მხარის გრძნობებს. სული გთხოვთ, დაფიქრდეთ, რას მოიცავს ნებისმიერი სახის ურთიერთობა.
ურთიერთობებზე ბევრი იფიქრეთ და შემდეგ, მისი გაუმჯობესების მიზნით, შეიტანეთ მათში ცვლილებები.
სიმბოლო #5
შიშებს თქვენი პარალიზება შეუძლია. ისინი ხელს გიშლიან დროის, ენერგიისა და ემოციების ნაყოფიერად გამოყენებაში.
შიშები ხელს გიშლით, გახსნილი იყოთ სიყვარულისთვის, ხელს გიშლით მუშაობაში, გრძნობების გამოხატვაში. შიში თქვენში ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ პარალიზებას იწვევს.
ძალა და სიმამაცე, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, ძლიერი და რაციონალური ძალაა.
სიმბოლო #6
ველოსიპედი შეგახსენებთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც თქვენს რეაქციებსა და ემოციებს აკონტროლებს. როგორი იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯი - ამას თქვენ წყვეტთ, ანდა თქვენი ნებართვით გარე ფაქტორები წყვეტს.