ფიგურა №1 - სექსში პარტნიორების თანაბარი უფლებების მომხრე ხართ. არც მუდმივად დომინირება მოგწონთ და არც მუდმივად მორჩილება. თქვენ გსურთ, რომ პარტნიორებში ორივე იყოს ინიციატორი რიგ-რიგობით.
ფიგურა №2 - სექსში პასიური ხართ. მოგწონთ, როცა მთლიანად ეძლევით პარტნიორის სურვილს და აკეთებთ იმას, რასაც ის გთხოვთ.
ფიგურა №3 - პარტნიორისგან ითხოვთ, რომ თქვენი სურვილები ბოლომდე დააკმაყოფილოს. თქვენ მხოლოდ იღებთ და სანაცვლოდ არაფერს გასცემთ. თქვენი სექსი ეგოისტურია.
ფიგურა №4 - სექსში სიახლეები გიყვართ. ყოველ ჯერზე მძაფრ შეგრძნებებს ეძებთ. სექსი თქვენთვის ხელოვნებაა. საწოლში თქვენს პარტნიორს არასდროს მოსწყინდება.
ფიგურა №5 - სადიზმისკენ ხართ მიდრეკილი. შეიძლება, ვერც აცნობიერებთ, რომ გიყვართ სექსის დროს პარტნიორის დამცირება და მისი უსიტყვო მორჩილება - აკეთოს მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ.
ფიგურა №6 - სექსში პატნიორისგან ძალაუფლების დემონსტრირება მოგწონთ. მისგან უხეშობაც კი გსიამოვნებთ. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ასე იღებთ სექსისგან ყველაზე დიდ სიამოვნებას.
ფიგურა №7 - სექსში საოცრად მგრძნობიარე ხართ. მთელი არსებით ეძლევით ვნებას და ყველაფერს აკეთებთ, რაც პარტნიორს სიამოვნებს, ახალ ემოციებს უღვიძებთ მას. თქვენთვის ექსტრემალური სექსიც საინტერესო იქნება .
ფიგურა №8 - ეს არჩევანი თქვენი, როგორც პარტნიორის, არასტაბილურობის მაჩვენებელია. მუდმივად ერთ პარტნიორთან სექსი თქვენთვის მოსაწყენია. ღალატისკენ გაქვთ მიდრეკილება და ამას სულაც არ მიიჩნევთ ცოდვად.