თუ 6 საათზე ნაკლები გძინავთ...
ცხოვრებაში არაერთი დაბრკოლება გადაგილახავთ. არასდროს ნებდებით. სწორედ თქვენი მიზანსწრაფულობა და ძალა აღაფრთოვანებს თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს. ძალიან აქტიური ხართ, ბევრს შრომობთ, სახლში ცოტა დროს ატარებთ. ცდილობთ, გართობისთვისაც მოიცალოთ. გიყვართ ხალხმრავალი ადგილები და ადამიანებთან ურთიერთობა.
თუ გძინავთ 6-9 საათი...
ცხოვრების სადავეები საკუთარ ხელში გაქვთ აღებული. ახერხებთ ყველაფრის დაბალანსებას. მაქსიმალურად მართავთ საკუთარ თავს, ემოციები ძალიან იშვიათად იმარჯვებს თქვენზე. პრაქტიკული ხართ. ლოგიკური გათვლების მეშვეობით ხშირად სწორ არჩევანს აკეთებთ. კოლეგები გაფასებენ და პატივს გცემენ. ვინაიდან 6-9 საათი ძილისთვის გამოყოფილი იდეალური დროა, დიდხანს იცოცხლებთ.
თუ გძინავთ 10 საათი ან მეტი...
გიჭირთ მეგობრების შეძენა. მიდრეკილი ხართ დეპრესიისკენ. დიდ დროს ატარებთ მარტოობაში. გირჩევნიათ, იმუშაოთ სახლიდან და მინიმალური ურთიერთობა გქონდეთ კოლეგებთან. საკუთარ თავს ეძებთ... არ გაქვთ მიზანი, რომლისკენაც ენერგიას მიმართავთ. გაკლიათ ენთუზიაზმი და მომავლის რწმენა.