რა საიდუმლოს გასცემს თქვენი სააბაზანო?

FUN-ტესტი

7 ივნისი 17:15, 2016 წელი

 სტუმარს სააბაზანოში შესვლისას თქვენ შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია. აირჩიეთ, როგორი სააბაზანო გაქვთ და გაიგეთ, რა საიდუმლოს გასცემს ის...

თუ თქვენი სააბაზანო მინიმალური სტილისაა...


ასეთ სააბაზანოში ვერაფერს ნახავთ, საჭირო ინვენტარის (საპირფარეშოს, ე.წ. „დუშის“, ნიჟარისა და სარკის) გარდა. შენარჩუნებულია სივრცითი ეფექტი. თქვენ, წესით, პედანტი, წესრიგისა და სისუფთავის მოყვარული პიროვნება უნდა იყოთ. თქვენს ცხოვრებას თავადვე განაგებთ, არ აღიარებთ ბედისწერის არსებობას, ისახავთ მიზანს და უმეტესწილად აღწევთ კიდეც მას. ურთიერთობებში დისტანციას ინარჩუნებთ. არასდროს ურევთ პირად ცხოვრებასა და სამსახურს. 


 თუ სააბაზანოში რამდენიმე სარკე გაქვთ...


დიდ ყურადღებას აქცევთ ვიზუალურ მხარეს. გგონიათ, რომ ადგილის დამკვიდრებაში კარგი გარეგნობა დაგეხმარებათ. შეიძლება ითქვას, არც ცდებით. ზოგჯერ ანგარებიანი ხართ, მეგობრებს ხეირის (მოგების) პრინციპით არჩევთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულწრფელი სიყვარული არ შეგიძლიათ. პერიოდულად ნარცისიზმი შემოგიტევთ ან მეორე უკიდურესობაში ვარდებით, თვითკრიტიკის პერიოდი გიდგებათ.


 თუ თქვენს სააბაზანოს პრაქტიკული კედლები აქვს...


ასეთ სააბაზანოებში კედლებზე თაროებია ჩამოკიდებული, რომელიც  პირადი ნივთებითაა სავსე. როგორც ჩანს, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა გახასიათებთ. მოგწონთ ფრაზა: „სჯობს, ზედმეტი გქონდეს, ვიდრე დაგაკლდეს“. თქვენგან კარგი კოლექციონერი გამოვა. გეხერხებათ ნივთების შენახვა და მოვლა. ორგანიზებული და ყურადღებიანი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ნიუანსები, რასაც სხვამ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს. 


თუ სააბაზანოში სანთლები გიწყვიათ... 


თქვენი სამუშაო დღეები დამქანცველია, ამიტომ თავს განტვირთვის უფლებას აძლევთ. რომანტიკული ხართ, მაგრამ ნაზ ბუნებას მხოლოდ განმარტოებისას ავლენთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, ფინანსებზე მაღლა აყენებთ მაღალ მატერიებსა და მორალურ ფასეულობებს. 


თუ თქვენს სააბაზანოში ჟურნალებისა და წიგნების პოვნა შეიძლება... 


დიდ დროს ატარებთ საპირფარეშოში, რაც 3 მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: 1. კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ; 2. არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ; 3. ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ერიდებით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?