თუ სიმინდს მარჯვნიდან მარცხნივ მიირთმევთ...
სიღრმისეული აზროვნება გაქვთ. საკითხს ზედაპირულად არასდროს უდგებით. ეს, ერთი მხრივ, თქვენი პლუსია, მეორე მხრივ, სატანჯველი. რაციონული ხართ. ეკონომიურად ხარჯავთ ფულს. თავისუფლად შეიძლება ოჯახის მენეჯმენტი მოგანდონ. არ გიყვართ სურპრიზები, რის გამოც ხშირად დაძაბული ხართ. ხანდახან მომავალს მოუმზადებელი ხვდებით, მაგრამ მომენტალურად პოულობთ გამოსავალს.
თუ სიმინდს მიირთმევთ ზემოდან ქვემო (ტაროს ატრიალებთ)...
კრეატიული და იდეებით სავსე ხარ. ფანტაზიის უნარი იმდენად ძლიერად გაქვთ განვითარებული, რომ ხანდახან რეალობის შეგრძნებასაც კი კარგავთ. მიისწრაფით სიახლეებისკენ, გსურთ მუდმივ დინამიკაში ცხოვრება. გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, თქვენთვის ადვილია სანაცნობო წრის გაფართოება. ცნობისმოყვარე ხართ და ამის წყალობით ადრე თუ გვიან ყველა კითხვაზე პოულობთ პასუხს.
თუ სიმინის ჭამას შუა ნაწილიდან იწყებთ...
ქაოსსა და არეულობაში თავს მშვიდად და ჰარმონიულად გრძნობთ. დიახ, ეს ძალიან უცნაურია. გული ნუ დაგწყდებათ, სწორედ განსხვავებული ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე გენიოსები. იქნებ თქვენ სამყაროს შეცვლა შეგიძლიათ? ამ მიზეზით ნამდვილად შეიძლება თქვენს სიფეთხუმეზე თვალის დახუჭვა.