თქვენი დახასიათება თმის ფერის მიხედვით

FUN-ტესტი

21 ივნისი 22:15, 2016 წელი

გიფიქრიათ, რომ თმის ფერი თქვენს ხასიათს განსაზღვრავს? გაეცანით ტესტს და საუკეთესო თვისებები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში.

თუ თქვენ წაბლისფერი თმა გაქვთ... პასუხისმგებლობით ხართ სავსე. არასდროს მიატოვებთ დაწყებულ საქმეს. შეგიძლიათ, მიღებული დავალების გამო მუშაობაში ღამე გააათენოთ და მეგობრებთან შეხვედრაზეც თქვათ უარი. მიწაზე მყარად დგახართ, კარგად ერკვევით საკუთარ სურვილებში. თქვენი ერთ-ერთი თვისება ნამდვილად შესაშურია - არ გეშინიათ ბედნიერების და ცხოვრებით მაქსიმალურად ტკბებით. კარგად არჩევთ, როდის გეპირფერებიან ადამიანები და როდის არიან გულწრფელები.


თუ თქვენ შავთმიანი ხართ... საზოგადოება დიდი წნეხის ქვეშ გაქცევთ, იმიტომ რომ შავთმიან ქალს, რატომღაც, ქერაზე მეტი მოეთხოვება. გაბატონებული აზრის მიხედვით, თქვენ ინტელექტუალი ხართ, რომელიც სწავლა-განათლებასა და კარიერაზეა ორიენტირებული. თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, შავთმაინები უფრო ნერვიულები და ავტომატურად ნევროზისკენ მიდრეკილები არიან. თქვენში არის ამოუცნობი მხარე, რასაც კაცები ინტუიციურად გრძნობენ. შავთმიანები გამოირჩევიან მიზანსწრაფულობით და ერთგულებით.


თუ თქვენ ქერა ხართ... ალბათ, ხშირად გიწევთ ბრძოლა სტერეოტიპთან, რომ თითქოს ქერა ქალი სულელია. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამუდმებით აფიშირება ძალიან დამღლელია. თქვენ ხართ ქალურობის განსახიერება, გიყვართ ყურადღება, სითბო და საჩუქრები. ფლირტის დიდოსტატი - აი, ასე გაფასებენ მამაკაცები. ნებისმიერი ქალბატონი თქვენში ღირსეულ კონკურენტს ხედავს. ადვილად ექცევით ყურადღების ქვეშ და არ უჩივით თაყვანისმცემლების დეფიციტს.


თუ თქვენ წითური ხართ... დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჟღალთმიანების ეშინოდათ და დევნიდნენ, როგორც ეშმაკის მოციქულებს. შეიძლება ითქვას, წითურები სათანადოდ პირველად მიქელანჯელომ დააფასა. დღესდღეობით ინგლისსა და ირლანდიაში ადამიანების 10% ჟღალთმიანია. ჩვეულებრივ, წითურები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. მათ თავგადასავლებისკენ დაუშრეტელი ლტოლვა არ ასვენებთ, შესაბამისად - აქტიური ცხოვრების წესი აქვთ. არა მხოლოდ მათი თმა, არამედ ტემპერამენტიც ცეცხლოვანია. ხდებიან ძალიან ვნებიანი საყვარლები. ვერ იტანენ ტყუილს და უსამართლობას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?