თქვენი დახასიათება ჰობის მიხედვით

FUN-ტესტი

23 ივნისი 17:15, 2016 წელი

ძირითადი საქმის გარდა, ბევრ ჩვენგანს ჰობიც გვაქვს, რაც განტვირთვაში გვეხმარება და ნიჭის რეალიზების საშუალებასაც გვაძლევს. იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენი ჰობი, ნახეთ თქვენი ხასიათის გამორჩეული თვისება...

თუ თქვენ ექსტრემალური სპორტი მოგწონთ...
შინაგანად ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. პრობლემები არასდროს გაშინებთ. დისციპლინირებული ხართ, სწორად ანაწილებთ დროს, გამოიჩევით პუნქტუალურობით, ამიტომ მეგობრებისა და კოლეგებსგანაც იმავეს მოელით. საკმაოდ მომთხოვნი ხართ, რაც ხანდახან სიჯიუტეში გეზრდებათ. 


თუ თქვენ გუნდური სპორტი გიტაცებთ...
ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ. მიგაჩნიათ, რომ ერთი ისრის გადატხვა უფრო ადვილია, ვიდრე 12-ის, შესაბამისად ძალა ერთობაშია! გიყვართ გართობა, არასდროს ამბობთ უარს დროის კარგად გატარებაზე, სტრატეგიულად უდგებით წინააღმდეგობებს, გამოირჩევით გონიერებით. ექსტრავერტი ხართ, ამიტომ დიდი სამეგბრო წრე გაქვთ. 


თუ თქვენ სამზარეულოში ფუსფუსი მოგწონთ...
ძალიან კარგად გეხერხებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა. საუკეთესო აღმზრდელი ხართ, რომელიც შვილს ფრთებს არასდროს მოაჭრის და სტანდარტებს არ მოარგებს. ხალხს ხიბლავს თქვენი მოსმენის კულტურა. ყურადღებიანი ხართ, ამიტომ უმნიშვნელო ნიუანსებსაც კი ამჩნევთ. კრეატიული იდეები არ გაკლიათ. ყოველთვის ცდილობთ, რაღაც ახალი აღმოაჩინოთ და შექმნათ. ნამდვილი ინოვატორი ხართ. 


თუ თქვენ ფოტოგრაფია გიტაცებთ...
თქვენში ფილოსოფოსი ცხოვრობს, რომელიც სამყაროს სიღრმისეულად აღიქვამს. ყველა მოვლენის მიზეზს ეძებთ და ცდილობთ, მომავლის პროგნოზირებაც მოახერხოთ. თქვენთვის სამყარო და ადამიანი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები. სწორედ მათ შესწავლაში გეხმარებათ თქვენი ფოტოაპარატი. საკუთარ თავში ჩაკეტილი ხართ, რადგან ხალხს არც ესმის თქვენი. ხანდახან მოვლენებს ამუქებთ და ტრაგიკულად აღიქვამთ. გაქვთ ორგანიზებულობის ნიჭი, რაც უჩვეულოა ადამიანისთვის, რომელიც სამყაროს ფილოსოფოსის თვალებით უყურებს.


თუ თქვენ მუსიკა გიყვართ...
ხანდახან ამოიჩემებთ ხოლმე რაიმეს და მთელი თვე მას ჩაჰკირკიტებთ. შეიძლება, ინტერესი გაგიჩნდეთ ადამიანის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ მოსწონხართ და ტყუილად დაიტანჯოთ თავი. ადაპტაციის კარგი უნარი გაქვთ, ამიტომ საცხოვრებელი ადგილისა თუ სამსახურის შეცვლა არ გაშინებთ. კარგად გამოხატავთ გრძნობებსა და ემოციებს, ამის წყალობით კი თქვენი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ყოველთვის იციან, როდის ხართ ცუდად ან კარგად. ურთიერთობებში ტოლერანტობას იჩენთ, რაც თქვენი ყველაზე დიდი პლუსია. 


თუ თქვენ წერთ...
თქვენთვის უცხოა შურისძიება და ბოროტება. გასაჭირში ჩავარდნილ მტერსაც კი არ მიატოვებთ. ერთგული ადამიანი ხართ, რომელსაც მეგობრები საკუთარ სიცოცხლესაც ანდობენ. გონებამახვილი და ენამოსწრებული ბრძანდებით. სიახლეებს ალღოს ადვილად უღებთ. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგდით. შეიძლება, ეს თქვენი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. კარგი ფანტაზიის უნარი გაქვთ. თქვენს გონებაში დამოუკიდებელი და ძალიან საინტერესო სამყაროა შექმნილი. თუ სულში ვინმეს ჩაახედებთ, მას აუცილებლად შეუყვარდებით. 


თუ თქვენ თევზაობა ან ნადირობა გიტაცებთ...
ტრადიციების მიმდევარი ხართ. ცოტათი რომანტიკოსი - ამ სიტყვის ლიტერატურული გაგებით, ანუ მისტირით ძველს, ვერ აფასებთ ახლანდელს და არ გეიმედებათ მომავალი. კარგი მოთინების უნარი გაქვთ, ამიტომ ხშირად მოგებული რჩებით, გჯერათ, რომ ბედნიერების მოპოვება მოთმინებით შესაძლებელია. 


თუ თქვენ კომპიუტერული თამაშები მოგწონთ...
მაღალი ინტელექტი გაქვთ, მკვეთრად გამოხატულლი ინდივიდუალურობით თავს ადვილად იმკვიდრებთ საზოგადოებაში. შეიძლება ზოგი მიიჩნევს, რომ უცნაური ხართ, თუმცა ყველას ახსოვხართ და თქვენთან დაახლოებასაც ცდილობენ. ცნობისმოყვარე ხართ, რაც ან ცხვირს წაგამტვრევინებთ, ან წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?