თუ თქვენ ძალიან სწრაფად იხეხავთ კბილებს...
კბილების გახეხვა ძალიან მოსაწყენ პროცედურად გეჩვენებათ, ამიტომ გინდათ, საქმე მალე მოილიოთ. არ შეგიძლიათ, დიდხანს იმუშაოთ ერთ ადგილას ან ერთი პარტნიორის გვერდით წლები გაატაროთ. მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ მიისწრაფით. იშვითად ხდებით ემოციურად დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. ადვილად ამბობთ უარს საკუთარ სურვილებზე, არცთუ ისე ბრძოლისუნარიანი ხართ.
თუ თქვენ პერფექციონისტი ხართ...
3 წუთი იხეხავთ კბილებს. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა კბილი თანაბრად სუფთაა. ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ადამიანებს ყველაფრის გაკონტროლება სურთ. როცა წვრილმანებსაც კი დიდ დროს უთმობენ, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. პერფექციონისტები ხანდახან პედანტებიც არიან.
ამ ადამიანებს თავშესაფარი სჭირდებათ, სადაც დამღლელი დღის შემდეგ შეიყუჟებიან. შეიძლება, თავშესაფარი არა თუ შენობა, არამედ საყვარელი ქალი/კაცი იყოს. თუ პიროვნებით მოიხიბლებით, ყველაფერს გააკეთებთ მისი გულის მოსაგებად.
თუ თქვენ ძალიან ნელა იხეხავთ კბილებს...
5 წუთი გავიდა, თქვენ კი ჯერ მხოლოდ ყბის ცალი მხარე გაიხეხეთ? უკვე ხელის დაღლილობასაც კი გრძნობთ? ყოველდღიურად თავში ათობით საინტერესო იდეა მოგდით, თქვენი შთაგონების წყარო ხშირად ხდება ტელევიზორი ან კომპიუტერი. მართალია, თქვენი გონება გამუდმებით მუშაობს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თქვენს სხეულზე. დინამიკურობა გაკლიათ. ცოტათი დაბნეული ხართ, შეიძლება, თქვენი უყურადღებობის გამო ქუჩაში სეირნობისას ბოძს შეეჯახოთ ან გზაზე გადასვლისას მანქანამ გაგიტანოთ.
თუ თქვენ მოსუსნავე ხართ...
ეს ადამიანები კბილების გახეხვამდე და პირის ღრუს გასუფთავების შემდეგაც ტკბილეულს მიირთმევენ. გიყვართ კომფორტი და ფუფუნება. ცოტათი ირონიული დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრებისა და ხალხის მიმართ. გარშემომყოფები ან დიდ პატივს გცემენ ან ვერ გიტანენ. შთამბეჭდავი ხართ საწოლში.
თუ კბილების გახეხვას კიდეებიდან იწყებთ...
კრეატიული ხართ, კარგი ფანტაზიის უნარი გაქვთ. თქვენთვის რთული არ არის თავი ბედნიერად იგრძნოთ, სამუშაოსგანაც კი შეგიძლიათ სიამოვნების მიღება. მოგწონთ კბილის პასტები, რომელიც ბავშვობას გახსენებთ. მაგალითად, ხილის ან საღეჭი რეზინის არომატითა და გემოთი.