თვალი არასდროს ცდება

FUN-ტესტი

6 ივლისი 16:50, 2016 წელი

ამბობენ, რომ თვალი სულის სარკეა და არასდროს იტყუება. აირჩიეთ სურათზე გამოსახული ცხრა თვალიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და ის ზუსტად დაგახასიათებთ.

თუ სურათზე 1-ლი თვალი აირჩიეთ...
თქვენ გულღია ადამიანი ხართ. თქვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა, არ გახასიათებთ მომავლის შიში და ეჭვის თვალით არ უყურებთ გარშემომყოფებს. ცდილობთ, ყველას დაეხმაროთ და სიყვარული გაუნაწილოთ.


თუ სურათზე მე-2 თვალი აირჩიეთ...
ყოველთვის ცდილობთ, კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ სხვებზე, სწორად ცხოვრება გიყვართ, რის გამოც მისაბაძი მაგალითი ხართ და თქვენი საქციელი დადებით გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე. თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელიც განგებ ცდილობს კარგად მოქცევას. თქვენ, უბრალოდ, ასეთი ხართ.


თუ სურათზე მე-3 თვალი აირჩიეთ...
საკუთარი თავის ძიებაში ხართ. საკმაოდ რთული ცხოვრება გაქვთ გამოვლილი და იცით, რომ დაცემის შემდეგ არც ისეთი ადვილია წამოდგომა.


თუ სურათზე მე-4 თვალი აირჩიეთ...
ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად ხართ. ზოგადად, ყველაფერს ფილოსოფიურად უდგებით, რის გამოც თქვენი რეალურ სამყაროში „დაბრუნება“ ძალიან რთულია.  ადამიანებს თქვენი ნაკლებად  ესმით და ეს გაურკვევლობაში გაგდებთ.


თუ სურათზე მე-5 თვალი აირჩიეთ...
საკუთარ თავთან მუდმივი დაპირისპირება გაქვთ, რომელსაც თან ახლავს განწყობის ცვლილება. როდესაც რამეს აკეთებთ, არასდროს ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი და ხელახლა იწყებთ კეთებას. მოთმინების უნარი და თავდაჯერებულობა გაკლიათ.


თუ სურათზე მე-6 თვალი აირჩიეთ...
ძალიან მგრძნობიარე ხართ. ყველაფერს ამჩნევთ და არაფერი გავიწყდებათ. შეგიძლიათ, ადვილად დაკარგოთ წონასწორობა, ადვილად მოექცეთ შთაბეჭდილებების ქვეშ. ძალიან კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია და თან შეგიძლიათ, გონივრულად იფიქროთ.


თუ სურათზე მე-7 თვალი აირჩიეთ...
დიდი ენერგიის მატარებელი ხართ, გიყვართ მოძრაობაში ყოფნა, განსჯის უნარი გაგაჩნიათ და ყოველთვის მზად ხართ, გააგრძელოთ სვლა წინ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული - ეს ის გრძნობაა, რომელიც ენერგიით და სიცოცხლით გავსებთ.   


თუ სურათზე მე-8 თვალი აირჩიეთ...
ექსტრავაგანტული ხართ. არასდროს მოქმედებთ წესების ფარგლებში, არ გიყვართ სტერეოტიპები. თქვენი ცხოვრების კრედოა ჩარჩოების გარეშე ცხოვრება. კარგია, როდესაც იცით,  რა გინდათ. თქვენს ინდივიდუალობას ყველა აფასებს.


თუ სურათზე მე-9 თვალი აირჩიეთ...
თქვენი ადგილი ძალიან კარგად იცით. ყოველთვის ამჩნევთ ადამიანებს, არიან თუ არა ისინი თქვენ მიმართ გულწრფელები. ამიტომ შეგიძლიათ, ზედმიწევნით განსაზღვროთ, ვინ რას მოიმოქმედებს მომავალში. თქვენ ასევე გეხერხებათ ადამიანებით მანუპულირება, მაგრამ ამ მეთოდს იშვიათად მიმართავთ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?