Fun-ტესტი

რაზე მეტყველებს თქვენი სიყვარულის ხაზი?

fun time

12:00 ორშ. 7 ივნისი, 2021 წელი

სიყვარულის ხაზი ხელის
გულზე

14
დაკოპირებულია

სიყვარულის ხაზი ბევრ რამეს გიამბობთ. კარგად დააკვირდით თქვენს ხელის გულს და შეადარეთ ტესტში მოცემულ ილუსტრაციას.

 

თუ თქვენი ხელის გული A ილუსტრაციას ემთხვევა:

1. სამართლიანი ადამიანი ხართ. ძლიერს სუსტის დაჩაგვრის საშუალებას არასდროს მისცემთ.

2. არ შეგიძლიათ უღალატოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს. იშვიათად იტყუებით.

3. ჯიუტი ხართ. გიჭირთ სხვების აზრის გათვალისწინება. მეტიც, გაღიზიანებთ, როცა თქვენს პირად სივრცეში შემოჭრას ცდილობენ.

4. ადამიანებზე ერთი შეხედვით არასდროს მსჯელობთ. ჯერ კარგად აკვირდებით და მის გაცნობას ცდილობთ, მხოლოდ ამის შემდეგ გექმნებათ მასზე ძირფესვიანი შთაბეჭდილება.

5. დროის მენეჯმენტში მოიკოჭლებთ. სწორად ვერ ანაწილებთ დროს, ამიტომ ზოგჯერ ყველა საქმეს ვერ ასწრებთ.

თუ თქვენი ხელის გული B ილუსტრაციას ემთხვევა:

1. გეშინიათ სიახლეების. გირჩევნიათ სხვის გაკვალულ გზაზე გაიაროთ. ზედმიწევნით იცავთ ტრადიციებს.

2. დიდ დროს ატარებთ ოჯახურ გარემოში. თქვენთვის ოჯახის წევრები ყველაზე ახლო და ერთგული ადამიანები არიან.

3. გიჭირთ ყურადღების მოკრეფა, ამიტომ სამუშაოსთვის დიდი დრო გჭირდებათ.

4. თქვენში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ეგოიზმი.

5. ვერ სწავლობთ საკუთარ შეცდომებზე.

თუ თქვენი ხელის გული C ილუსტრაციას ემთხვევა:

1. ამბიციური ხართ. ეს დამოკიდებულება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რეალობას არ მოსწყდეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რამდენად რეალურია ჩემი ამბიცია?

2. დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარული ხართ. ვერ იტანთ, როცა ჩარჩოებს გიწესებენ.

3. უდავოდ, შთამბეჭდავია თქვენი ინტელექტი. ადამიანთან მხოლოდ 10 წუთი საუბარი გჭირდებათ, რომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოთ.

4. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს.

5. ნაკლებად მგრძნობიარე ხართ. არ გეხერხებათ ემოციების გამოხატვა. შეიძლება ითქვას, რომ ცივი ხართ.

თუ თქვენი ხელის გული D ილუსტრაციას ემთხვევა:

1. თავდაჯერებული ხართ, ამიტომ თქვენ შესახებ შეთითხნილ ჭორებს ან უსაფუძვლო და უადგილო კრიტიკას ნერვებს არ აშლევინებთ.

2. გეხერხებათ ადამიანური რესურსების მართვა. თანამშრომლები ყოველთვის ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს.

3. ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ. მიგაჩნიათ, რომ ადამიანის უპირველესი დანიშნულება სიკეთის კეთებაა.

4. ძალიან ტაქტიანად უდგებით ადამიანებს, ამიტომ თქვენგან იშვიათად სწყინთ მწარე სიმართლე ან დამსახურებული კრიტიკა.

5. ადამიანებთან მყარი ურთიერთობები გაქვთ. გიჭირთ ახლობლების დაკარგვა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი