თუ 1-ლი სურათი აირჩიეთ...
მკაცრი და პრაქტიკული ხელმძღვანელი იქნებოდით. სამსახურში ორიენტირებული ხართ პრობლემების ზუსტ გადაჭრაზე. უპირატესობას კი მმართველობის ავტორიტარულ სტილს ანიჭებთ. გახასიათებთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. თანამშრომლებთან მკაცრი უფროსის სტატუსით ისარგებლებდით.
თუ მე-2 სურათი აირჩიეთ...
მოაზროვნე ტიპის ხელმძღვანელი იქნებოდით. უპირატესობას ანიჭებთ განსხვავებულ თემებზე მსჯელობას. ობიექტურად შეგიძლიათ, შეაფასოთ გარემომცველი სინამდვილე. შეგიძლიათ, კარგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიცემა. თანამშრომლებთან მეგობრულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებდით.
თუ მე-3 სურათი აირჩიეთ...
თქვენ სუსტი ხელმძღვანელი იქნებოდით. არ გიზიდავთ ორგანიზატორული სამუშაო. კომუნიკაბელურობა გახასიათებთ, თუმცა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ვერ ბედავთ. ყოველთვის თქვენზე რანგით დაბლა მდგომ თანამშრომელს დაეკითხებოდით რჩევას.