თქვენი ხასიათი ტუჩების ფორმის მიხედვით

FUN-ტესტი

16 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

ფსიქოლოგებმა ქალის ტუჩის ფორმასა და ხასიათს შორის კავშირი დაადგინეს და გვარწმუნებენ, რომ ტუჩებს ბევრის თქმა შეუძლია.  

კარგად დააკვირდით ფოტოს, აირჩიეთ იმ ტუჩის ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს თქვენსას და წაიკითხეთ თქვენ შესახებ საინტერესო ინფორმაცია.


1) სქელი, განიერი ტუჩები – მესაკუთრე. საკმარისია რამე მოეწონოს, მაშინვე მის მოპოვებას ცდილობს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნივთია თუ მამაკაცი. ურთიერთობებში გახსნილი და აქტიურია, არ ერიდება ინიციატივის თავის თავზე აღებას და მამაკაცისთვის შეხვედრის დანიშვნას. ასეთი ქალი ბედისწერის მოწყალებას არ ელის, არამედ ამჯობინებს, ცხოვრებისგან თავად მიიღოს ის, რაც სჭირდება. მის ცხოვრებაში გამუდმებით ხდება რაიმე საინტერესო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. მამაკაცი, რომელთანაც ის მოინდომებს ცხოვრებას, აუცილებლად საუკეთესო საყვარელი უნდა იყოს.


2) სქელი პატარა ტუჩები – რომანტიკული. ამ ქალბატონს ემოციები მართავს. მისი ცხოვრება გამოკვეთილად ან აღმავალია, ან დაღმავალი. ის ბევრს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ სხვების დასახმარებლად მუდამ მზადაა, თავად სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება უჭირს. ხშირად თავს იტყუებს და ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს. მისი შეხედულება იდეალურ მამაკაცებზე ჟურნალებზე გამოსახული მამაკაცებისა და რომანების გმირების მიქსს მოგაგონებთ.


3) ზედა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე ქვედა – მბრძანებელი. ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა. ასეთი ქალი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც დარწმუნებულია, რომ სასურველ შედეგს მიიღებს. სასურველის მიღწევაში კი პატივმოყვარეობა და მაღალი თვითშეფასების უნარი ეხმარება. ამ ქალს ლიდერის ყველანაირი თვისება აქვს. მისი ოცნების მამაკაცი ისეთივე ამბიციური უნდა იყოს, როგორიც თვითონაა. 


4) ქვედა ტუჩი უფრო დიდია, ვიდრე ზედა – საიდუმლოებით მოცული. ასეთი ქალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რადგან ყველასგან განსხვავებულია. მას მამაკაცები ხშირად მოწყენით შესცქერიან, მაშინ, როდესაც ქალბატონები შურით იბერებიან. მისი სურვილი, რომ ყველასგან განსხვავდებოდეს, განუზომლად დიდია და ეს გამოიხატება როგორც მის საქციელში, ასევე მანერებსა და ჩაცმულობაში. ზუსტად იცის, რომ სრულიად განსხვავებული მამაკაცი სჭირდება. ასეთ ქალს გამუდმებით თავს ახვევია თაყვანისმცემლები, თუმცა მის აღფრთოვანებას ისეთი მამაკაცი იწვევს, ვინც ფეხქვეშ არ ეგება.


5) თხელი განიერი ტუჩები – რეალისტი. ის ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. საზოგადოებაში ემოციების გამომჟღავნებას ერიდება, ამიტომ ის ცივი და ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი ასე არ არის. უბრალოდ, მისთვის რთულია, სულიერად გაიხსნას. ასეთი ქალი ბევრად უფრო მშვიდად არის, როდესაც მის ცხოვრებაში მოვლენები მოლოდინს ამართლებს. მისი რჩეული აუცილებლად საიმედო მამაკაცი იქნება.


6) პატარა და ვიწრო ტუჩები – ავანგარდისტი. მას არ შეუძლია ერთ ადგილზე ყოფნა. უყვარს თავგადასავლები და ადრენალინი. იმდენად სჯერა საკუთარი თავის, რომ ხშირად ისეთი საქმის გაკეთებაზეც არ ამბობს უარს, რაზეც რეპუტაციის გაფრთხილების მიზნით სხვები არ თანხმდებიან. ის ნამდვილი მეომარია და იმდენად ძლიერი ხასიათის პატრონი, რომ ხშირად მამაკაცები უფრთხიან. მისი თანამგზავრი აუცილებლად მისი მსგავსი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?