რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე? (ტესტი)

FUN-ტესტი

18 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

გაიარეთ მარტივი ტესტი და დაადგინეთ, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ სხვების თვალში.

1. როდის გრძნობთ თავს საუკეთესოდ?
ა) დილით - 2 ქულა
ბ) შუადღეს ან შეღამებისას - 4 ქულა
გ) გვიან ღამე - 6 ქულა


2. თქვენ ყოველთვის დადიხართ
ა) საკმაოდ სწრაფად, დიდი ნაბიჯებით - 6 ქულა
ბ) საკმაოდ სწრაფად, პატარა ნაბიჯებით - 4 ქულა
გ) ნაკლებად სწრაფად და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებთ - 7ქულა
დ) ნაკლებად სწრაფად, დახრილი თავით - 2 ქულა
ე) ძალიან ნელა - 1 ქულა


3. როდესაც ადამიანებს ესაუბრებით, თქვენ
ა) დგახართ და ხელები გაქვთ გადაჯვარედინებული - 4 ქულა
ბ) ხელები მჭიდროდ გაქვთ ერთმანეთთან - 2 ქულა
გ) ერთი ან ორივე ხელი ბარძაყზე გაქვთ მოთავსებული - 5 ქულა
დ) ეხებით ან ხელს კრავთ ადამიანს, რომელსაც ესაუბრებით - 7 ქულა
ე) ათამაშებთ ყურს, ეხებით ნიკაპს ან თმას - 6 ქულა


4. როდესაც ისვენებთ, თქვენ ზიხართ
ა) მოხრილი მუხლებით და ფეხები მოხდენილად ერთმანეთის გვერდზე - 4 ქულა
ბ) ფეხი ფეხზე პოზაში - 6 ქულა
გ) ფეხები წინ გაწეული და სწორად - 2 ქულა 
დ) ფეხებს აჯდებით - 1 ქულა


5. თქვენი რეაქცია, როდესაც რაღაცით ერთობით ან მოგწონთ
ა) ხმამაღალი სიცილი - 6 ქულა
ბ) სიცილი, მაგრამ არა ხმამაღლა - 4 ქულა
გ) ჩუმი ჩაცინება - 3 ქულა
დ) მოკრძალებული ღიმილი - 5 ქულა


6. როდესაც წვეულებაზე ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხართ
ა) ხმამაღალი საუბრით იქცევთ ყველას ყურადღებას - 6 ქულა
ბ) ჩუმად საუბრობთ და ათვალიერებთ, ვინმე ნაცნობი ხომ არ არის - 4 ქულა
გ) ჩუმად ხართ. ცდილობთ, შეუმჩნეველი იყოთ -  2 ქულა

7. მუშაობთ მონდომებულად, კონცენტრირებული ხართ და გაწყვეტინებენ, თქვენ
ა) შეისვენებთ - 6 ქულა
ბ) გაბრაზდებით და გაღიზიანდებით - 2 ქულა
გ) ამ ორ ემოციას შორის ხართ - 4 ქულა


8. ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ
ა) წითელი ან ნარინჯისფერი - 6 ქულა
ბ) შავი - 7 ქულა
გ) ყვითელი ან ღია ცისფერი - 5 ქულა
დ) მწვანე - 4 ქულა
ე) მუქი ლურჯი ან მეწამული - 3 ქულა
ვ) თეთრი - 2 ქულა
ზ) ყავისფერი ან ნაცრისფერი - 1 ქულა


9 . ღამე ლოგინში, სანამ ჩაგეძინებათ, თქვენ
ა) წვებით ზურგზე - 7 ქულა
ბ) წვებით მუცელზე, სახით ქვემოთ - 6 ქულა
გ) წვებით ცალ გვერდზე და მოკუნტული - 4 ქულა
დ) ხელები თავქვეშ გაქვთ  - 2 ქულა
ე) ეხვევით საბანში - 1 ქულა

10. ხშირად გესიზმრებათ, რომ
ა) ეცემით - 4 ქულა
ბ) ჩხუბობთ ან იბრძვით - 2 ქულა 
გ) ეძებთ ვიღაცას ან რაღაცას - 3 ქულა
დ) დაფრინავთ ან ცურავთ - 5 ქულა
ე) თქვენ იშვიათად ნახულობთ სიზმრებს - 6 ქულა
ვ) თქვენი სიზმარი ყოველთვის სასიამოვნოა - 1 ქულა


შეაჯამეთ ქულები და გაეცანით შედეგებს:


60 ქულაზე მეტი: სხვები გიყურებენ, როგორც ხელის გულზე სატარებელს. თქვენ ამბიციური და ლიდერობის მოყვარული ხართ. შეიძლება, ბევრია აღტაცებული თქვენით და ოცნებობს, თქვენი მსგავსი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ გენდობიან.


51-60 ქულა: სხვების თვალში ხართ საინტერესო, იმპულსური და ცვალებადი პიროვნება. ბუნებრივი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მაგრამ ისინი ყოველთვის სწორი არ არის. თქვენ გიყურებენ, როგორც გაბედულ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს, რომელიც ყველა შანსს იყენებს, რათა გაერთოს და ისიამოვნოს. ხალხს უყვარს თქვენს გარემოცვაში ყოფნა.


41-50 ქულა: სხვები გხედავენ, როგორც ცოცხალ, აქტიურ, ხალისიან, შარმიან და ყოველთვის საინტერესო ადამიანს, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია და იცის, როგორ არ აუვარდეს ეს თავში. ისინი, ასევე, გხედავენ, როგორც კეთილს, გულისხმიერსა და გამგებს, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.


31-40 ქულა: სხვების თვალში თქვენ ხართ გონიერი, ფრთხილი და ყურადღებიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული. ადამიანი, რომელიც მეგობრებს რთულად ირჩევს, მაგრამ ძალიან დამთმობი და საყვარელია მათთან და მათგანაც იმავეს ითხოვს. ხშირად ურთიერთობაში თავს იჩენს ნდობის პრობლემებიც, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ნდობის აღდგენაც და გატეხილი გულის გამთელებაც.


21-30 ქულა: ნაცნობების თვალში თქვენ მონდომებული და მოუსვენარი ხართ. ასევე, ძალიან ფრთხილი, ყურადღებიანი და სტაბილური. ნამდვილად ყველა გაოცდება, თუ თქვენ რაიმეს იმპულსურად გააკეთებთ. თქვენგან მიჩვეულები არიან, რომ გიყვართ ყველაფრის განსჯა, მაგრამ მაინც საწინააღმდეგოდ იქცევით, შესაძლოა, ეს თქვენი ფრთხილი ბუნების ბრალიც არის.


21 ქულაზე ნაკლები: ხალხი ფიქრობს, რომ მორცხვი, ნერვიული და გაუბედავი ხართ. ადამიანი, რომელსაც მოვლა და გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება სჭირდება. ბევრის აზრით, თქვენ პრობლემებს ზუსტად იქ ხედავთ, სადაც ისინი არ არის. ზოგი კი ფიქრობს, რომ, უბრალოდ, ნაღვლიანი ხართ და მხოლოდ იმ ხალხმა იცის სიმართლე, ვინც თქვენ კარგად გიცნობთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?