რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე? (ტესტი)

FUN-ტესტი

19 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

ფოტოზე გამოსახული ადამიანის 8 ტიპიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ერთი შეხედვით თქვენს ხასიათთან ყველაზე ახლოს არის და ნახეთ შედეგები...

I ტიპიხელმძღვანელი
ასეთი ტიპის ადამიანები ხელმძღვანელობის და ორგანიზატორობის უნარით გამოირჩევიან. ორიენტირებულები არიან ქცევის სოციალურად მნიშვნელოვან ნორმებზე, აქვთ თხრობის კარგი მანერა, საუკეთესოდ ახერხებენ ადაპტაციას სოციალურ სფეროში.
რაც შეეხება სხვებზე დომინირებას, ამას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში ინარჩუნებენ.
რამდენად შეუძლიათ ასეთ ადამიანებს აღნიშნული თვისებების გამოვლენა, ეს მათი გონებრივი განვითარების დონეზეა დამოკიდებული.
მაღალი დონის შემთხვევაში, ინდივიდუალური შტრიხები განვითარებულია, რეალიზებულია და საკმარისად კარგად აღიქმება.
განვითარების დაბალი დონის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს თვისებები პროფესიული საქმიანობის ფარგლებში არ გამოვლინდეს, მაგრამ იარსებოს სიტუაციურად, ან უფრო ცუდ შემთხვევაში - სიტუაციებთან არაადეკვატურად.



II ტიპი – „პასუხისგმებლობის მქონე“, „შემსრულებელი“
ფლობს ხელმძღვანელის ბევრ თვისებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად ყოყმანობს. ამ ტიპის ადამიანები უფრო მეტად ორიენტირებულები არიან საქმის კეთებაზე, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, აქვთ პასუხიმსგებლობის ძლიერი გრძნობა, ბევრს სთხოვენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, აფასებენ სიმართლეს და გამოირჩევიან სამართლიანობით.
ხშირად ისინი დაღლილობით გამოწვეული ნერვული წარმოშობის სომატური დაავადებებითაც იტანჯებიან.


 


III ტიპი – „ფრთხილი“
ამ ტიპის ადამიანები სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოებულები - ხელსაქმიდან დაწყებული, ლიტერატურული უნარებით დამთავრებული. მხოლოდ ერთ პროფესიაში დისკომფორტს გრძნობენ. ადვილად შეუძლიათ, შერჩეული საქმე აბსოლუტურად განსხვავებული და მოულოდნელი ხელობით შეცვალონ. მათი ჰობი, რეალურად, მათი მეორე პროფესიაა.
ფიზიკურად ვერ იტანენ არეულობას და ჭუჭყს. ამის გამო ხშირად შედიან კონფლიქტში სხვა ადამიანებთან.
საოცრად მგრძნობიარეები არიან და ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში. სჭირდებათ მსუბუქი შექება, წახალისება.


 


IV ტიპი – „სწავლული“
ამ ტიპის ადამიანები ადვილად ახდენენ აბსტრაჰირებას რეალობისგან, აქვთ „კონცეპტუალური გონება“, გამოირჩევიან „საკუთარი ტერიტორიის“ დამუშავების უნარით, სულიერად გაწონასწორებულები არიან და რაციონალურად იაზრებენ საკუთრ ქცევებს. ამ ტიპის წარმომადგენლებს ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს შორის, რომელთაც ხელოვნების სინთეტიკური სახეობები იტაცებთ, როგორიცაა, მაგალითდ, კინო, ცირკი, თეატრალური რეჟისურა, მულტიპლიკაცია და ა.შ.


 


V ტიპი – „ინტუიციური“
ამ ტიპის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. ადვილად ერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე. ჩვეულებისამებრ, გამოდიან „უმცირესობის დამცველებად“, რომელთა უკანაც ახალი შესაძლებლობები დგას.
განსაკუთებული მგძნობელობა ახასიათებთ სიახლეების მიმართ. არიან ალტრუისტები, ხშირად ავლენენ მზრუნველობას სხვების მიმართ, აქვთ ხელსაქმის უნარები და განსხავებული წარმოსახვა. ჩვეულებისამებრ, გააჩნიათ მორალის საკუთარი ნორმები, ფლობენ შინაგან თვითკონტროლს და უარყოფითად რეაგირებენ ზეწოლაზე, როდესაც ის მათ თავისუფლებას ეხება.


 


VI ტიპი – „გამომგონებელი“, „კონსტრუქტური“, „მხატვარი“
ეს ტიპი ხშირად გვხვდება ტექნიკური მისწრაფებების მქონე ადამიანებში. ასეთი პერსონები ფლობენ მდიდარ წარმოსახვას, გამჭოლ ხედვას, ხშირად არიან დაკავებულები ტექნიკური, მხატვრული და ინტელექტუალური შემოქმედებით. უფრო ხშირად ინტრავერტები არიან. ისევე, როგორც ინტუიციური ტიპები, ცხოვრობენ საკუთარი მორალური ნორმებით, არ ექცევიან გვერდით მყოფების ზეგავლენის ქვეშ. ექვემდებარებიან თვითკონტროლს. ახასიათებთ ემოციურობა და შეპყრობილები არიან საკუთარი ორიგინალური იდეებით.


 


VII ტიპი  „ემოციური“
გამოირჩევიან სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობით. ძალიან განიცდიან ფილმის მძაფრ, სულისშემძვრელ სიუჟეტებსაც კი. მძაფრი ემოციური ფონის შემთხვევაში შეიძლება, საერთოდ უუნაროები გახდნენ. გულთან ახლოს მიაქვთ სხვა ადამიანების ტკივილიც და დარდიც. საკუთარი ენერგიის დიდ ნაწილს სხვა ადამიანების თანაგრძნობაზე ხარჯავენ. შედეგად, ურთულდებათ საკუთარი უნარების რეალიზაცია.


 


VIII ტიპი   „გულგრილი“
წარმოადგენს ემოციური ტიპის სრულ ატნიპოდს. ჩვეულებისამებრ, გულთან ახლოს არ მიაქვს სხვა ადამიანების განცდები, უფრო მეტიც, ხშირად უყურადღებოდაც ტოვებს მათ. თუ ის კარგი სპეციალისტია, შეუძლია აიძულოს სხვები, გააკეთონ ის, რასაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ხანდახან გულქვაც ხდება. ეს დამოკიდებულება სიტუაციურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რაღაც გარკვეული მიზეზებით ადამიანი საკუთარი პრობლემების წრეში იკეტება.






დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?