ხართ თუ არა მებრძოლი? (ტესტი)

FUN-ტესტი

22 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

გაიარეთ მარტივი ტესტი და გაიგეთ, გაქვთ თუ არა მებრძოლი ადამიანის თვისებები.

1. თქვენი მეგობარი ახალი ჯიპით მობრძანდა და გახარებულმა გითხრა: ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარია“.


ა. თქვენ ძველ მანქანას უყურებთ და გული გწყდებათ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ;
ბ. იმედი გაქვთ, რომ მომავალი წლისთვის მაინც ახალი მანქანის ფულს დააგროვებთ;
გ. სასწრაფოდ ახალი მანქანის შესაძენად ფულის დაგროვებას დაიწყებთ. რით ხართ ვინმეზე ნაკლები?!


2. ჯოკერს თამაშობთ და სამჯერ ზედიზედ წააგე.


ა. ბოლომდე ეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას;
ბ. აღიარებთ, რომ უიღბლო მოთამაშე ხართ;
გ. კიდევ ერთ ხელს ცდით და თქვენს შანსებს შემდეგ შეაფასებთ.

3. თქვენი უფროსი ახალი და მნიშვნელოვანი პროექტისთვის მოხალისეებს აგროვებს. თქვენ:


ა. სასწრაფოდ ჩაეწერებით;
ბ. იფიქრებთ, რომ ყველა ადგილი უკვე დაკავებული იქნება;
გ. გაარკვევთ, რომელ საათზე იკრიბებიან და ნახევარი საათით ადრე მიხვალთ.

4. სიმპათიურ მამაკაცთან ფლირტი გაქვ. თქვენს საუბარს უცნობი ქალი უერთდება. თქვენ:


ა. ფიქრობთ, რომ ზედმეტი ხართ და უკან იხევთ;
ბ. განაგრძობთ მის მოხიბვლას;
გ. ურჩევთ მეტოქეს, სადმე სხვაგან ინადიროს.

5. წაგება თქვენთვის:


ა. მძიმე ასატანი, მაგრამ თამაშის შემადგენელი ნაწილია;
ბ. არ არის მოულოდნელობა;
გ. საერთოდ არ განიხილება!

6. სადილზე თქვენი და თქვენი შეყვარებულის მეგობარი წყვილი ახალშეძენილ ორადგილიან საწოლზე საუბრობენ. თქვენ ამბობ:


ა. ჩვენ, ალბათ, თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერასდროს მივცემთ;
ბ. ჩვენ უკვე ორი საძინებლისთვის ვეძებთ საწოლებს;
გ. გილოცავთ! მიგვასწავლეთ მაღაზია!

7. თქვენმა მეგობარმა ძალიან ლამაზი და სექსუალური კაბა ჩაიცვა. თქვენ:


ა. მისი შემხედვარე გამოპრანჭვის ხასიათზე დგებით;
ბ. ცდილობთ, დაარწმუნოთ, შარვალი ჩაიცვას, რომელიც ბევრად უფრო მსუქანს აჩენს;
გ. ჯინსებსა და მაისურს იცვამთ.

8. თქვენი რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად დააწინაურეს. თქვენ:


ა. კმაყოფილი ხართ, რომ სამსახური გაქვთ;
ბ. მდგომარეობას შეაფასებთ და სამოქმედო გეგმას დასახავთ;
გ. სხვა ორგანიზაციებში რეზიუმეს გაგზავნით და უფროსს ულტიმატუმს წაუყენებთ.

9. თქვენ ბუგერი და კარტოფილი ფრი“ შეუკვეთე, თქვენზე ბევრად გამხდარმა მეგობარმასალათა. თქვენ:


ა. შეცვლით შეკვეთას და იმავეს შეჭამთ, რასაც თქვენი მეგობარი;
ბ. შეუკვეთთ სალათის ფურცლებს;
გ. არაფერს შეცვლით და გემრიელად მიირთმევთ ამორჩეულ საკვებს.

10. მეგობარმა გითხრა, რომ იმავე რეალითი-შოუში აპირებს მონაწილეობას, რომლისთვისაც თავად ემზადები


ა. წარმატებას უსურვებთ და შემდეგ სტრატეგიულ გეგმას მოიფიქრებთ;
ბ. სიამოვნებით შესთავაზებთ დახმარებას ან კონსულტაციას;
გ. გააფრთხილებთ ნაცნობებს, რომ მას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.


კითხვა 1: ა – 0 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 2: ა – 2 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 1 ქულა.
კითხვა 3: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 4: ა – 0 ქულა; ბ – 1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 5: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 6: ა – 0 ქულა; ბ – 2 ქულა; გ – 1 ქულა.
კითხვა 7: ა – 1 ქულა; ბ – 2 ქულა; გ – 0 ქულა.
კითხვა 8: ა – 0 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 2 ქულა.
კითხვა 9: ა – 2 ქულა; ბ -1 ქულა; გ – 0 ქულა.
კითხვა 10: ა – 1 ქულა; ბ – 0 ქულა; გ – 2 ქულა.


                                                       პასხები:


15 და მეტი ქულაგამარჯვებისთვის დაბადებულიგამარჯვების „სპორტული ინტერესი” გაქვთ. არ მალავთ, რომ ყველგან და ყველაფერში პირველობა გსურთ და მიზნების მისაღწევად ყველას და ყველაფერს გაწირავთ – მეგობრებსაც კი. ასეთი ბრძოლისუნარიანობა კარგია, მაგრამ, როცა გამარჯვება იდეაფიქსად გექცევათ, წარმატებით ტკბობის უნარს კარგავთ. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებით, ყველაფერი გეცოტავებათ. ყველა, ვინც წარმატებას აღწევს, მოსისხლე მტერი გგონიათ. ასეთი დამოკიდებულებით მეგობრებს დაკარგავთ და ფსიქიკაც შეგერყევათ. წარმატების მიღწევა სხვების დაზიანების გარეშეც შეგიძლიათ, ამიტომ დამშვიდდით. ებრძოლეთ შურს. ბედნიერი მხოლოდ ასე გახდებით და წარმატებით ტკბობასაც გაუგებთ გემოს.


7-14 ქულაწარმატებული მოთამაშე: კონკურენციის არსი სწორად გესმით. იცით, როგორ მიაღწიოთ სასურველ მიზანს ისე, რომ არც სხვას ავნოთ და არც საკუთარ თავს. როდესაც თანამშრომლებს აწინაურებენ, იმას კი არ ფიქრობთ, როგორ დაიკავოთ მათი ადგილი, არამედ ერთი ნაბიჯით უკან იხევთ, რათა დაფიქრდეთ: რისი გაკეთება გჭირდებათ წინსვლისთვის. შეიმუშავებთ შესაბამის გეგმას. ეს სიტუაციის გაანალიზებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას გაძლევთ. წყნარად, სკანდალისა და ინტრიგის გარეშე მიიწევთ წინ. თანაც სიამოვნების მიღების უნარიც არ დაგიკარგავთ. ბოღმა არ გახრჩობთ, თუკი თქვენი კოლეგა ახალი მანქანით ან კაბით გამოჩნდება. სხვისი წარმატება გახარებთ. დადებითად იმუხტებით და იმავეს მისაღწევად გეგმას აწყობთ. გარშემომყოფებისთვის თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, რადგან შუბლზე გაწერიათ, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც გინდათ. ხშირ შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა.


6 და ნაკლები ქულაუბრძოლველად დანებებულიკონკურენციის ცნება თქვენთვის სურსათის მაღაზიის რიგში დგომით შემოიფარგლება. შეჯიბრისა და წაგების იმდენად გეშინიათ, რომ ამჯობინებთ, საერთოდ არ ითამაშოთ. შეჯიბრში მონაწილეობა სამარცხვინოდ და შეურაცხმყოფლადაც მიგაჩნიათ. არადა, კონკურენციის გაწევა არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები ხართ. ეს საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებაა. დააკვირდით ადამიანს, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ. გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებსა და სურვილებს. დაისახეთ მიზანი და დაიწყეთ მისკენ სვლა. თქვენი ადგილის დაკავებისა და თქვენი დაჩრდილვის უფლება არავის მისცეთ. ნუ შეგაშინებთ შეცდომების დაშვება, ან საკუთარი ნაკლოვანებების გამოვლენა. შეცდომას ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. ასე რომ, უკეთესი მომავლისთვის იბრძოლეთ და არასდროს შეგრცხვეთ საკუთარი ამბიციის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?