ვინ ვარ ურთიერთობებში? (ტესტი ქალებისთვის)

FUN-ტესტი

24 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

პირად ურთიერთობებში ყველა ქალი უშვებს შეცდომას. ამ შეცდომების მიზეზი ხშირად ის არის, რომ საკუთარ თავს სათანადოდ არ ვიცნობთ. ამ ტესტით შეგვიძლია, განვსაზღვროთ, როგორი ქცევა გვახასიათებს და სად არ უნდა გადავაჭარბოთ. 

მაშ ასე, ახალი ურთიერთობა გიყალიბდებათ და გაინტერესებთ, რას უნდა მოელოდეთ ამ სიახლისგან? გულწრფელად უპასუხეთ:

1. პირველი უქმეები, რომელიც ერთად უნდა გავატაროთ. უცებ მამაკაცი ტურისტულ ლაშქრობაში წასვლას გთავაზობთ და ამით საკმაოდ გაოცებთ:


ა) საინტერესოდ ჟღერს. საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად წავალთ. მთავარია, რომ ერთად ვიქნებით.
ბ) მისგან ისეთი მოგზაური გამოვა… სასაცილოა, არც ღირს ამ წინადადების სერიოზულად მიღება.
გ) შევახსენებ, რომ უქმეების გატარებას ერთად ვაპირებდით და ერთადაც უნდა დაგვეგეგმა. თან, ეს მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი რაღაც ვერ მოიხდენს ტბას და კლდე-ღრეს.

2. განზრახ მოაწყვეთ საღამო, რათა თქვენი ახალი რჩეულიმეგობრებს გააცნოთ. მან კი ივაჟკაცა,  ზედმეტი დალია და სულელურად იქცევა. რას მოიმოქმედებთ?


ა) ერთი გულიანად ვიცინებ. ისეთი საყვარელია, როცა მთვრალია…
ბ) ვერ გადავიტან. ბოიკოტს გამოვუცხადებ.
გ) არაფერს შევიმჩნევ. დავაცდი. რომ გამოფხიზლდება, მის მობოდიშებას დაველოდები.

3. დაქალებთან შეხვედრა დაგეგმეთ, ის კი გირეკავთ, თქვენთან სურს საღამოს გატარება. თქვენ?


ა) დაქალებს ურეკავთ და შეხვედრა სხვა დროისთვის გადაგაქვთ. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის მოასწრებთ მათთან შეხვედრას.
ბ) ურჩევთ, ძმაკაცებთან ლუდი დალიოს.
გ) მაინც მეგობრებთან მიდიხართ, გზიდან კი მას ურეკავთ და უხსნით, რომ მოუთმენლად ელით მის ნახვას.

4. უნივერსიტეტის მეგობართან შეხვედრაზე მიდის და თქვენი წაყვანა სურს. აღმოჩნდება, რომ ეს მეგობარი გოგონაა. თქვენი რეაქცია:


ა) შესანიშნავია! იქნებ დავუმეგობრდე.
ბ) საინტერესოა! შეიძლება, რამე მნიშვნელოვანიც გავიგო მის წარსულზე.
გ) სანერვიულო არაფერი მაქვს. სიყვარულით ხომ მე ვუყვარვარ?!

5. რამდენიმე თვეა, სამსახური ვერ იშოვა. თქვენ:


ა) მხარში ვუდგავარ, თუ საჭიროა, ჩემს დანაზოგსაც ვუნაწილებ.
ბ) დროდადრო ვეხუმრები ამ თემაზე.
გ) ვცდილობ, აზრიანი და საქმიანი რჩევა მივცე. ვეხმარები იმის გარკვევაში, რით უნდა დაკავდეს.

6. დღესასწაულზე საჩუქრად რაღაც სამოსი მოგართვათ. ზუსტად იცით, რომ არასდროს ჩაიცვამთ. რექცია:


ა) ჩავიცვამ და ისე მოვაჩვენებ თავს, თითქოს ძალიან მომეწონა. სინამდვილეში მთავარი გრძნობაა და არა საჩუქარი.
ბ) ვიტყვი: „სულ ესაა?”
გ) მადლიერებას გულით გამოვხატავ, მოგვიანებით მორიდებით, ტაქტით მოვახვედრებ ან ავუხსნი, როგორი ტანსაცმელი მომწონს.

7. რას ელით ყველაზე მეტად ურთიერთობებისგან?


ა) დაცულობის შეგრძნებას
ბ) ბრილიანტებს
გ) ჰარმონიას


შედეგი:
თუ პასუხების უმეტესობა არის  „ა“:
ურთიერთობაში ძალიან დამთმობი ხართ, ხანდახან საკუთარი ინტერესები საერთოდ გავიწყდებათ. ფრთხილად იყავით და თავზე ნუ დაისვამთ. სანამ დათმობაზე წასვლას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ნუთუ ეს აუცილებელია? რას მოიგებთ, ან რას წააგებთ ამ დათმობით? და როცა აუცილებლობას დაინახავთ, მაშინ დათმეთ.


თუ პასუხების უმეტესობა არის  ბ“:
ემოციური ბრძანდებით, ხანდახან ქალურად „ცბიერიც“. ზოგჯერ ადამიანი ვერაფრით მიხვდება, რას მოიმოქმედებთ. მამაკაცისთვის ხშირად დახურული წიგნი ხართ. ამ წიგნის შესწავლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ თქვენმა გადაჭარბებულმა ემოციამ შესაძლოა, შეაშინოს კიდეც ადამიანი. ამიტომ ძალიან ეცადეთ და კრიტიკულ სიტუაციებში თავი გააკონტროლეთ.


თუ პასუხების უმეტესობა არის  „გ“:
შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ქალი ბრძანდებით! მამაკაცს ისე ექცევით, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორს, ამხნევებთ, ეხმარებით. თან ინდივიდუალურობასაც არ კარგავთ. ასე განაგრძეთ!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?