როგორ მამაკაცს დაგაკავშირებთ ბედი – სახალისო ტესტი

FUN-ტესტი

6 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ეს ტესტი მხოლოდ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი...

წარმოიდგინეთ, რომ ცნობილი და პოპულარული დიზაინერი თქვენთვის სახელობით, ექსკლუზიურ ფეხსაცმელს კერავს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აარჩიოთ ფეხსაცმლის დასამზადებლად განკუთვნილი მხოლოდ ერთი, თქვენთვის მისაღები მასალა და ამის შემდეგ გადახედოთ პასუხებს.



  1. ხბოს ტყავით

  2. პითონის ტყავით

  3. ციყვის ბეწვით

  4. თიკნის ტყავით

  5. ნიანგის ტყავით

  6. მელიის ბეწვით

  7. ცხვრის ტყავით

  8. ზებრის ტყავით

  9. მგლის ბეწვით

  10. კენგურუს ტყავით

  11. დათვის ტყავით

  12. ღორის ტყავით


პასუხები:

1. თუკი თქვენ ხბოს ტყავით შეკერილი ფეხსაცმელი აირჩიეთ, პარტნიორი ცოტა ჯიუტი, ხელმომჭირნე, მაგრამ მზრუნველი და სტაბილური მამაკაცი იქნება. კუროს ან თხის რქის ტიპაჟი.


2. პითონის ტყავის მოყვარულს ერთი შეხედვით მშვიდი, თუმცა შინაგანად ემოციური, ვნებიანი და ტემპერამენტიანი პარტნიორი ეყოლება. წინდახედული, გამჭრიახი და ეშმაკი. მორიელის ტიპაჟი.


3. თუკი ფეხსაცმლის შეკერვა ციყვის ბეწვით მოისურვეთ, პარტნიორი მოუსვენარი ხასიათის, დინამიკური და კომუნიკაბელური ინდივიდი იქნება. კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე და ერუდირებული. ტყუპის ტიპაჟი.

4. იმ შემთხვევაში, თუ თიკნის ტყავს მიანიჭეთ უპირატესობა, ცხოვრების მეგზური ასაკით გაცილებით უფროსი, გამოცდილი და წინდახედული ადამიანი იქნება. შესაძლოა, თქვენი ქორწინება გარიგებითაც მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ კავშირს აუცილებლად ექნება საფუძვლად ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება. თხის რქის ტიპაჟი.

5. ნიანგის ტყავით შეკერილი ფეხსაცმლის მსურველს დიდი ქონების პატრონი და ფინანსურად უზრუნველყოფილი პარტნიორი ეყოლება. თუმცა, ოჯახური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ხშირად მოუწევს მძაფრი განცდების, ეჭვიანობის და დრამატული ისტორიების გადატანა. მშვილდოსნის ტიპაჟი.

6. მელიის ბეწვით თუ ისურვეთ ფეხსაცმლის გაწყობა, თქვენი ცხოვრების მეგზური ვიზუალურად ძალიან მომხიბვლელი, განსაკუთრებული ქარიზმის მქონე მამაკაცი იქნება. თუმცა, ამასთანავე ეშმაკი, დიპლომატიური და მოქნილი ურთიერთობაში. გამორიცხული არ არის, მას თქვენგან დაფარული ბევრი საიდუმლო გააჩნდეს. ეყვარება რისკი და მისგან უპირობო ერთგულების იმედი ამაოდ ნუ გექნებათ. თევზების ტიპაჟი.

7. თხის ტყავით შეკერილი ფეხსაცმლის მსურველს ლოიალური, გარკვეულწილად ინერტული და რბილი ხასიათის მქონე პარტნიორი ეყოლება. იგი მარტივად მიანდობს მეუღლეს პირველობას ოჯახში და ზოგადად ურთიერთობაში. მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ უკანასკნელის პროფესიულ წინსვლაში და სიამოვნებით მისცემს მაქსიმალურ თავისუფლებას მოქმედებაში. ასეთი კაცები აღმერთებენ საკუთარ მეორე ნახევრებს, არიან კარგი მამები და იშვიათად მიდიან ცოლის ღალატზე. სასწორის ტიპაჟი.

8. თუკი ზებრის ტყავით შეკერილ ფეხსაცმელს მიანიჭეთ უპირატესობა, მეუღლე თავგადასვლების მოყვარული, დინამიკური და მოხეტიალე ადამიანი იქნება. ეყვარება ექსტრემალური სპორტი, აზარტული თამაშები და ზოგადად რისკი. შესაძლოა, ხშირად ისახავდეს უტოპიურ მიზნებს, იყოს იდეალისტი და ახასიათებდეს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა. მშვილდოსნის ტიპაჟი.

9. თუკი ფეხსაცმლის მგლის ტყავისგან შეკერვა გადაწყვიტეთ, პარტნიორი სამხედრო, სპორტსმენი ან ძალოვანი პიროვნება იქნება. იგი ერთი შეხედვით შეიძლება, ტლანქი, სიტყვაძუნწი და უხეში ჩანდეს, თუმცა ასეთი მამაკაცები, როგორც წესი ერთგულების უნარითა და საყვარელი ქალისადმი მაქსიმალური ყურადღების გამოჩენის ნიჭით გამოირჩევიან. ვერძის ტიპაჟი.

10. თუ გსურთ, რომ ფეხსაცმელი კენგურუს ტყავით დამზადდეს, პარტნიორი წინააღმდეგობრივი ხასიათის, ცვალებადი და უზომოდ ემოციური ადამიანი იქნება. იგი თქვენს ცხოვრებაში არაერთ სკანდალურ ისტორიას, მოულოდნელ (ხშირად ნეგატიურ) სიურპრიზებს და ბევრ ცვლილებას მოიტანს. მისი ხასიათის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება და იგი ყოველთვის მოიქცევა ისე, როგორც თავად მოუხუშტურებს. მერწყულის ტიპაჟი.

11. მას, ვისაც ფეხსაცმლის შეკერვა დათვის ტყავით აქვს გადაწყვეტილი, პარტნიორად ავტორიტეტული, მეფური მანერების მქონე, ერთობ ოდიოზული ფიგიურა შეეფერება. ასეთი მამაკაცები ძალაუფლების სიყვარულით, ამტანობითა და უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალით გამოირჩევიან. თუმცაღა საყვარელი ქალისგან უპირობო მორჩილებას და ერთგულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქვთ უნარი, ძალზე მკაცრადაც დასაჯონ ეს უკანასკნელი ურჩობის გამო. ლომის ტიპაჟი.

12. დაბოლოს, თუ რატომღაც გულმა ღორის ტყავით შეკერილი ფეხსაცმელებისკენ გაგიწიათ, პარტნიორი მატერიალურად უზრუნველყოფილი, უზომოდ მშრომელი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი იქნება. იგი საყვარელ ქალს ყოველთვის გაანებივრებს საჩუქრებით და მაქსიმალური ყურადღებით. იზრუნებს მისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად და იქნება არაჩვეულებრივი მოსიყვარულე მამა. კირჩხიბის ტიპაჟი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?