რამდენად ერკვევით ადამიანებში (ტესტი)

FUN-ტესტი

4 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

გაარკვიეთ, ხშირად უშვებთ თუ არა შეცდომებს ადამიანების შეფასებისას... 

ბევრი ფიქრის გარეშე, აარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, ჩაიწერეთ ქულა და ბოლოს შეაჯამეთ.

1. თქვენი აზრით, ის, ვისაც ყოველთვის ახასიათებს კარგი მანერები:


ზრდილობიანი და სასიამოვნოა ურთიერთობაში – 2 ქულა
მკაცრად აღზრდილია – 4 ქულა
უბრალოდ, მალავს თავის ნამდვილ ხასიათს – 1 ქულა




2. თქვენი ნაცნობი ცოლ-ქმარი არასდროს ჩხუბობს. თქვენი აზრით ისინი:


ბედნიერები არიან – 2 ქულა
გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ – 1 ქულა
ერთმანეთს არ ენდობიან – 4 ქულა




3. პირველად ხედავთ ადამიანს და ის იწყებს თქვენთან ანეკდოტების მოყოლას. თქვენ ფიქრობთ, რომ ის:


ხუმარაა – 1 ქულა
თავდაუჯერებელია და ასეთი მეთოდებით ცდილობს, უხერხულობა დაძლიოს – 2 ქულა
სურს, თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოს – 4 ქულა




4. საინტერესო თემაზე საუბრობთ, თქვენი მოსაუბრე აქტიურად ჟესტიკულირებს. თქვენი აზრით, ის:

ღელავს – 4 ქულა
არ არის გულწრფელი – 1 ქულა




5. თქვენ გადაწყვიტეთ, უკეთ გაიცნოთ ერთ-ერთი ნაცნობი. საჭიროა:

მისი დაპატიჟება რომელიმე თავყრილობაზე – 1 ქულა
საქმის კეთებისას მასზე დაკვირვება – 2 ქულა




6. რესტორანში ვიღაც უხვად იძლევა საკომისიოს. დარწმუნებული ხართ, რომ:


მას შთაბეჭდილების მოხდენა უნდა – 4 ქულა
მას ოფიციანტი გოგონას კეთილგანწყობა სჭირდება – 2 ქულა
ხელგაშლილია – 1 ქულა




7. თუ ადამიანი არასდროს იწყებს საუბარს პირველი, ის:


რაღაცას მალავს ან არ სურს ლაპარაკი – 2 ქულა
ძალიან მორცხვია – 4 ქულა
ეშინია, რომ ვერ გაუგებენ – 1 ქულა




8. ადამიანის პატარა შუბლი მიანიშნებს:


მის სისულელეზე – 1 ქულა
სიჯიუტეზე – 2 ქულა
არაფერზე კონკრეტულზე – 4 ქულა




9. რას ფიქრობთ ადამიანზე, რომელიც თვალებში არ უყურებს სხვებს?


არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს – 1 ქულა
არაა გულწრფელი – 4 ქულა
არც ისე გაფანტულია – 2 ქულა




10. თუ მაღალშემოსავლიანი ადამიანი ყოველთვის იაფ ნივთებს ყიდულობს, თქვენი აზრით, ის არის:


ეკონომიური – 4 ქულა
თავმდაბალი – 2 ქულა
ძუნწი – 1 ქულა


შეაჯამეთ დაგროვებული ქულები:


 


35 და მეტი ქულა:
ძალიან ადვილად გექმნებათ შთაბეჭდილება ადამიანებზე. საკმარისია, ვინმეს შეხედოთ და უკვე იცით, რა ჩიტია. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მაშინვე უთხრათ თქვენი აზრი/დამოკიდებულება, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით. მაგრამ ასეც რომ იყოს, დაფიქრდით, რამდენად გონივრულია ყველასთვის იმის თქმა, რასაც მის შესახებ ფიქრობთ? ამით, ალბათ, ვერაფერს შეცვლით მასში, აი, გაღიზიანებას კი გამოიწვევთ. შეიძლება, ამით იმის ჩვენება გინდათ, რომ ვერავინ მოგატყუებთ და ვერაფერს გამოგაპარებთ, მაგრამ უხეში პირდაპირობა არ არის გამართლებული მეთოდი.


26-დან 34 ქულამდე:
თქვენ გარშემომყოფების სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი გაქვთ. ნამდვილად გაქვთ კარგი ყნოსვა და არ გიჭირთ ადამიანის ხასიათის ამოცნობა. თქვენგან კარგი ფსიქოლოგი დადგებოდა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეფასება ერთადერთი ჭეშმარიტებაა. ეს ძალიან კარგი თვისებაა პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის. და როცა ხვდებით, რომ შეცდით, ამის აღიარების არ გეშინიათ.


16-დან 25 ქულამდე:
როგორც წესი, თქვენს დამოკიდებულებაში დარწმუნებული არ ხართ ხოლმე და ადვილად ეთანხმებით სხვების შეფასებებს. ამის გამო დაკვირვების უნარი გიქვეითდებათ და, საბოლოო ჯამში, შეიძლება, სულ დაკარგოთ საკუთარი აზრის ფორმულირების უნარი. ეცადეთ, ერთხელ მაინც თვითონ შეაფასოთ სხვა ადამიანი.


15 ქულა და ნაკლები:
საკმაოდ ხშირად გჯერათ ვიღაცების. მეტისმეტად მიმნდობი ხართ და ადამიანებზე მხოლოდ ზედაპირული და გარეგნული ნიშნებით მსჯელობთ. როდესაც აღმოჩნდება, რომ თქვენი შეფასება სრულიად მცდარია, გწყინთ და გიკვირთ. თქვენ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებთ ერთი მიზეზით – ადამიანებს არასწორად აფასებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?