პიროვნულობის ტესტი ამერიკელი ფსიქოლოგებისგან

FUN-ტესტი

9 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ვიზუალური ტესტები ყველაზე ხშირად ზუსტია. აირჩიეთ ერთი ფოტო, რომელიც დანარჩენებზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ პასუხები, რას ამბობენ ამერიკელი ფსიქოლოგები თქვენ შესახებ...

1. მხიარული, სიცოცხლით სავსე, მრავალფეროვანი.
თქვენ მოგწონთ თავისუფალი ცხოვრების სტილი და სპონტანურობა.
ცხოვრობთ დღევანდელი დღით და ცდილობთ, მაქსიმუმი მიიღოთ ყოველი წუთიდან. თქვენი დევიზია: ერთხელ ვცხოვრობთ!
ხართ ცნობისმოყვარე და მუდამ ღია სიახლეებისთვის. ყველაზე მეტად მაშინ ვითარდებით, როცა ცვლილებები ხდება, იცვლება გარემო და მასთან ერთად იცვლებით თქვენც.
თქვენი ყველაზე ცუდი კოშმარია, როცა ენერგია არ გყოფნით იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ გარდაქმნებთან შესახვედრად.
გაშინებთ შეზღუდვები და ერთ ადგილზე ყოფნა, ვერ იტანთ რჩევა-დარიგებებსა და სხვების დიდაქტიკურ შეგონებებს, გაღიზიანებთ ჭკუის დარიგება მაშინ, როცა არ გიკითხავთ აზრი.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველგან, ყველაფრიდან და ყველასგან მრავალმხრივ გამოცდილებას იძენთ. მოგწონთ სიურპრიზები.

2. დამოუკიდებელი, არაორდინარული, სტანდარტებიდან ამოვარდნილი.
თქვენ შეუზღუდავი თავისუფლება გჭირდებათ, რათა ისე წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, როგორც გსურთ – უნიკალური და განსაკუთრებული.
ნებისმიერ ამოცანასა და სირთულეს, რომელიც ცხოვრებაში გხვდებათ, შემოქმედებითად უდგებით. კრეატიული ხართ როგორც სამსახურში, ასევე დასვენების დროსაც. 
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ხშირ შემთხვევაში ვლინდება რაღაც ისეთის კეთებაში, რასაც არავინ ელის – ოღონდაც დინებას არ მიჰყვეთ, ოღონდაც ისე არ მოიქცეთ, როგორც სხვები იქცევიან.
თქვენ ინდივიდუალისტი ხართ. აფასებთ ნებისმიერი ხასიათის გამოვლინებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. არ გყავთ ავტორიტეტები და ბრმად არავის მაგალითს არ იმეორებთ. ცხოვრობთ საკუთარ წარმოდგენებთან შესაბამისობაში, გაქვთ თქვენი მორალური კოდექსი, პრინციპები და მის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას, თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანების აზრის წინააღმდეგ წასვლა მოგიწიოთ.

3. თვითანალიზისკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე, ფიქრიანი.
გამუდმებით სასტიკ ომში ხართ ჩართული, ომობთ ადამიანებთან, ცხოვრებასთან, სისტემასთან ან საკუთარ თავთან.
ხელოვნურობის, სიყალბის, ზედაპირულობის ატანა არ შეგიძლიათ და გირჩევნიათ, მარტო იყოთ, ვიდრე რაღაც ფარისევლურ მარაზმში გახვეული. თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხართ მეგობრებს შორის, რომელსაც თვალდახუჭულები ენდობიან.
შეგიძლიათ, ძალიან ახლო ურთიერთობაში იყოთ ძალიან დიდხანს და სწორედ ამგვარი ურთიერთობებით ახერხებთ თავის გატანას მაშინ, როცა მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ირაზმება.
შინაგანი ჰარმონია და ბალანსი თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ამას გარედან ვერ მიიღებთ, ისევ საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ შეგრძნება იმისა, რომ სწორად ცხოვრობთ.
ვერ ვიტყვით, რომ თვითგვემაში ხართ. ზოგადად, კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით და იშვიათად იწყენთ მარტო.

4. მიწაზე მყარად მდგომი, მშვიდი, გაწონასწორებული.
თქვენი უმთავრესი ღირებულება სისადავე და ბუნებრიობაა, ვერ იტანთ ხელოვნურობას, გადაპრანჭულ და პომპეზურ რამეებს. უბრალო ფორმები მოგწონთ, მარტივი და სიყალბისგან თავისუფალი ურთიერთობები, სადაც არავის უწევს თამაში.
ადამიანებს მოსწონხართ, იმიტომ რომ ის ხართ, რაც ხართ, მოსწონთ თქვენი მიწაზე მყარად დგომა და ის, რომ ფხიზელი თვალით უყურებთ ცხოვრებას.
მათ შეუძლიათ, გენდონ, დაგეყრდნონ, რადგან არასოდეს ტეხთ მიცემულ სიტყვას და ყოველთვის პასუხისმგებელი ხართ საკუთარ ქმედებებზე.
ახლობლებისთვის დასაყრდენი ხართ, თუმცა იმდენ სივრცეს აძლევთ მათ, რომ არც დამოკიდებულად გრძნობდნენ თავს და არც მიტოვებულად.
სითბოსა და ადამიანურობას არასოდეს იშურებთ. არ გიყვართ თვალისმომჭრელი საგნები, ფიქრობთ, რომ, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.
ამრეზით უყურებთ ყველაფერ ულტრათანამედროვეს და აფასებთ თავშეკავებულობას, სიმკაცრესა და ელეგანტურობას ჩაცმულობის სტილსა თუ ქცევებში.

5. პრაგმატული, საკუთარ თავში დარწმუნებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე.
თქვენი ერთადერთი დასაყრდენი, რომელსაც ბოლომდე ენდობით, თქვენი საკუთარი თავია. იღბლისა და გამართლების იმედად არასდროს ხართ, წარმატების მიღწევას თავად დაუღალავი შრომით აპირებთ.
პრობლემებს პრაქტიკული პოზიციიდან აგვარებთ, ისე, რომ ისედაც რთული ცხოვრება კიდევ უფრო არ გაართულოთ თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის.
რეალისტი ხართ და თუნდაც რამდენიმე ვერსიას შორის მერყეობდეთ გადაწყვეტილების მიღებისას, რასაც გადაწყვეტთ, იმაში ეჭვი აღარ გეპარებათ. თქვენ არ გიჭირთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის საკუთარ თავზე აღება, რადგან იცით, რომ, ადრე თუ გვიან, ყველაფრის გაკეთებას მოახერხებთ და ყველას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ.
დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და ამ თავდაჯერებას სხვებსაც უწილადებთ. იმდენად გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, რომ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით თუ არ მოხდა ყველაფერი, ძალიან გაგიკვირდებათ.

6. მშვიდობისმოყვარე, დიპლომატი, არაკონფლიქტური.
თქვენთან ურთიერთობა მარტივია, რადგან იმდენად აფასებთ სიმშვიდესა და ჰარმონიულ ურთიერთობებს, ყველაფერს აკეთებთ, რათა თქვენ გვერდით ყოფნა სასიამოვნო იყოს ადამიანებისთვის.
გყავთ ბევრი მეგობარი, რომელთანაც საკმარის დისტანციას ინარჩუნებთ – არც დამოკიდებული ხდებით და სიახლოვესაც არ კარგავთ.
სოციალური ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ დროდადრო მარტოდ დარჩენაც აუცილებლად მიგაჩნიათ, რათა საკუთარ თავში ჩამოყალიბდეთ და დალაგდეთ. ფილოსოფოსობაც მოგწონთ, ცხოვრების საზრისზე ჩაფიქრება და სხვადასხვა თეორიის განხილვა ადამიანებთან.
ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ნებისმიერი სიყვარული, პატივს სცემთ და აფასებთ საკუთარ თავს. ჰარმონიაში ხართ სამყაროსთან. თავად ესთეტი ძალიან აფასებთ სილამაზესა და ყველაფერ ლამაზს.
ხართ სანდო, საიმედო ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონს მარტოობა, თუმცა მარტოსული სულაც არ არის. უბრალოდ, იმდენად ჰარმონიაში ცხოვრობს საკუთარ თავთან, მარტოობის არ ეშინია, პირიქით.

7. საკუთარ თავში დარწმუნებული, საიმედო, ანალიზის უნარის მქონე.
თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, გაუგოთ ადამიანებს და ეს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარეა. გიყვართ განსაკუთრებული, უნიკალური, რაღაცით გამორჩეული ადამიანები, რადგან ყოველი მათგანისგან რაღაც ისეთს სწავლობთ, რაც აქამდე არ იცოდით.
თქვენს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს კულტურა, მისი ფართო გაგებით. გაქვთ თქვენი სტილი ჩაცმულობაშიც, ქცევებშიც, აზროვნებაშიც, რომელიც მსოფლიო კულტურის ნაწილად მიგაჩნიათ.
ძალიან შემწყნარებელი ხართ ნებისმიერი მსოფლმხედველობის, მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ და ყველასა და ყველაფერს ამ სამყაროში ისეთს იღებთ, როგორიც არის.

8. მეოცნებე, რომანტიკული, ემოციური.
ძალიან მგრძნობიარე და ადვილად მოწყვლადი ხართ. არ გსურთ რაციონალურ საწყისებს დაუქვემდებაროთ თქვენი ცხოვრება და ღრუბლებში ლივლივი გირჩევნიათ, რადგან იქ თავს კარგად გრძნობთ.
გრძნობები თქვენთვის ყველაზე მთავარია. ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში მთავარია, გქონდეს ოცნება და როცა ის აგისრულდება, შემდეგ ახალი ოცნება ეძიო. ფიქრობთ, რომ ცხოვრება მიღებული ემოციების ჯამია, ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, თავად როგორ აღვიქვამთ.
ვერ უგებთ რეალისტებს და მატერიალისტებს. არაფერი გაქვთ საერთო პრაგმატულ ადამიანებთან. ვერ იტანთ, აგრეთვე, ისეთ ადამიანებს, ვინც თქვენს სულში ხელების ფათურს იწყებს, ან თავისი აზრების თქვენთვის თავზე მოხვევას ცდილობს. ამ დროს მათთან კავშირს წყვეტთ.
თქვენ თქვენი სამყარო გაქვთ, რომელშიც ყველანაირ სტუმარს ნამდვილად ვერ შემოუშვებთ.


9.დინამიკური, აქტიური, რისკიანი.
გიჟდებით მძაფრ შეგრძნებებსა და მოულოდნელობებზე, ამიტომ სტაბილურსა და დაგეგმილს ყოველთვის რაღაც გიჟურსა და სათავგადასავლოს არჩევთ ხოლმე. ნაბიჯებში გაწერილი ცხოვრება მალე გწყინდებათ, რუტინა სიცოცხლის ხალისს გაკარგვინებთ.
თქვენ გსურთ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და გადამწყვეტი როლის შესრულება. მიგაჩნიათ, რომ ყოველთვის მართალი ხართ, თუმცა, როცა ცდებით, შეცდომის აღიარებაც შეგიძლიათ.
თქვენი ქცევების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან თავადაც არ იცით, რა დაგარტყამთ თავში და რის გაკეთებას გადაწყვეტთ ნახევარი საათის შემდეგ.


შენიშვნა:
თუკი აღწერის 70 პროცენტზე ნაკლები დაემთხვა თქვენს წარმოდგენებს საკუთარი თავის შესახებ, თავიდან გაიარეთ ტესტი. სავარაუდოდ, ძალიან გაერთეთ ფოტოების არჩევის პროცესით და კარგად ვერ ჩამოყალიბდით, რომელი მოგეწონათ სხვებზე მეტად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?