1. ცერა თითის ზედა ნაწილი ქვედაზე გრძელია
ასეთი ადამიანები ვნებიანები არიან. ისინი საკუთარ თავს მთლიანად სიყვარულს უძღვნიან. თუ მათი პარტნიორი მალე არ უპასუხებს შეტყობინებაზე ან დარეკვისას ტელეფონს არ აიღებს, ისინი პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ, ბევრჯერ ურეკავენ და შეტყობინებებს უგზავნიან.
2. ცერა თითის ორივე ნაწილი თანაბარია
ასეთი ადამიანები მშვიდები არიან. ისინი ზედმიწევნით გეგმავენ საკუთარ ცხოვრებას და სასიყვარულო ურთიერთობებში ნელა, აუჩქარებლად მოქმედებენ. ყველა ნაბიჯს ხანგრძლივი ფიქრისა და გააზრების შემდეგ დგამენ.
3. ცერა თითის ქვედა ნაწილი ზედაზე გრძელია
ასეთი ადამიანები გონიერი და დაკვირვებულები არიან. ეს სასიყვარულო ურთიერთობებსაც ეხება. თუ ისინი განსაკუთრებულ პიროვნებას ხვდებიან, ამ დროსაც არის შანსი, რომ ურთიერთობა დამთავრდეს, რადგან ამ ტიპის ადამიანები იმდენ რამეს აკვირდებიან, რომ ბევრ ნაკლს პოულობენ და საბოლოოდ აღარავინ მოსწონთ.