ხელები და თქვენი ხასიათი (ტესტი)

FUN-ტესტი

20 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ეს პატარა და სახალისო ტესტი, რა თქმა უნდა, თქვენი ხასიათის ყველა საიდუმლოს ვერ გახსნის, მაგრამ საკუთარ თავზე რაღაც ახალს ნამდვილად გაიგებთ. მაშ ასე, დავიწყოთ...

ტესტის ჩატარების პროცესში მოგიწევთ, დაიმახსოვროთ 4 ციფრი. ასე რომ, თუ საკუთარ მეხსიერებაში ეჭვი გეპარებათ, მოამზადეთ წინასწარ ფურცელი და კალამი, რათა ციფრები ჩაინიშნოთ.


1. გადააჯვარედინეთ თითები ერთმანეთზე
თუ მარცხენა ხელის ცერა თითი ზემოთ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ (ან ჩაიწერეთ) ციფრი 1, ხოლო თუ ზემოთ მარჯვენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა – 2.



2. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცას (ან ვიღაცას) იარაღს უმიზნებთ და დახუჭეთ ცალი თვალი
თუ დახუჭეთ მარჯვენა თვალი, ჩაინიშნეთ ციფრი 1, ხოლო თუ მარცხენა – 2.

3. გადაიჯვარედინეთ ხელები მკერდზე
რომელი ხელი აღმოჩნდა ზემოდან? თუ მარჯვენა, ჩაინიშნეთ 2, ხოლო თუ მარცხენა – 1.

4. დაუკარით ტაში
თუ მარცხენა ხელია ზემოდან, მაშინ ბოლო ციფრი არის – 1, ხოლო თუ მარჯვენა – 2.


წაიკითხეთ შედეგები:


თუ თქვენი ციფრების კომბინაციაა:
2222 – თქვენ მყარი ხასიათი გაქვთ და კონსერვატორი ბრძანდებით. არ გიყვართ კონფლიქტები და კამათი.


2221 – არამყარი ბუნების, მერყევი ხასიათის ხართ.


2212 – კომუნიკაბელური ხართ და ყველა ტიპის ადამიანთან პოულობთ საერთო ენას.


2111 – ყველაფრის თავად კეთება გიყვართ და არასოდეს ითხოვთ ვინმესგან დახმარებას. თუმცა არამყარი ბუნება გაქვთ.


2122 – ანალიტიკური აზროვნებითა და ხასიათის სირბილით გამოირჩევით. ყველასა და ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებით და გარშემომყოფების მიმართ ცოტათი ცივი ხართ.


2121 – ეს ციფრების ყველაზე იშვიათი შეხამებაა. დაუცველი ხართ და ადამიანების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევით.


1112 – ემოციური, ენერგიული და პრინციპული ადამიანი ხართ.


1222 – ეს შეხამება საკმაოდ ხშირია. არ იჩენთ სიმტკიცეს ცხოვრებისეული საკითხების გადაწყვეტისას და სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით. ამასთანავე, ემოციური და კომუნიკაბელური ხართ, გაქვთ საოცარი ქარიზმა.


1221 – ემოციური, ძალიან რბილი, დამთმობი, გულუბრყვილო – ეს თქვენი ხასიათის ძირითადი ნიშნებია.


1122 – მეგობრული ხართ, მაგრამ ამავე დროს, ცოტა გულუბრყვილო და უბრალო, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულიც. ცხოვრებისეული ინტერესები კი ბევრი გაქვთ, მაგრამ დრო არ გყოფნით მათ განსახორციელებლად.


1121 – ადამიანებს ზედმეტად ენდობით, დამთმობი ხასიათით და შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევით.


1111 – გიჟდებით ცვლილებებზე და ეძებთ არასტანდარტულ მიდგომას სტანდარტულ საგნებთან. ემოციები, ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი – თქვენი ხასიათის თვისებებია. ჯიუტი ხართ, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით, მთელი დატვირთვით იცხოვროთ.


1212 – საოცარი შინაგანი ძალითა და ენერგით გამოირჩევით. ამიტომაც აღწევთ ყველანაირ მიზანს, რასაც კი ცხოვრების რთულ გზაზე დაისახავთ.


1211 – თვითანალიზის უნარი გაქვთ და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. ამიტომაც რთულად ეგუებით ადამიანებს. თუმცა, ძლიერი სულიერი სამყარო გაქვთ და თუ მიზნად რაიმე დაისახეთ, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებთ.


2112 – მსუბუქი ბუნებით გამოირჩევით, ადვილად პოულობთ მეგობრებს, აბამთ ნაცნობობას და ხშირად იცვლით გართობის სფეროს.


P.S. ნუ მიიღებთ შედეგებს ზედმეტად სერიოზულად. მაგრამ მაინც… იცანით საკუთარი თავი?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?