რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე? (ტესტი)

FUN-ტესტი

21 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

თქვენ წინაშეა ადამიანის 8 გამოსახულება, რომლებიც შექმნილია მარტივი გეომეტრიული ფიგურებით. აირჩიეთ ის, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებთ საკუთარ თავს და წაიკითხეთ შედეგები. 

1. მმართველი“
ჩვეულებრივ, ამ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ მმართველობისკენ, საორგანიზაციო მოღვაწეობისკენ. ორიენტირებულნი არიან სოციალურად მნიშვნელოვანი ქცევის ნორმებზე, კარგად აქვთ განვითარებული მეტყველება და კარგი მთხრობელები არიან. სოციალურ სფეროში კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ, თუმცა სხვებზე დომინირებას გარკვეულ საზღვრებში აქცევენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემული თვისებების გამოვლენა დამოკიდებულია პიროვნების ფსიქიკურ განვითარებაზე: განვითარების მაღალ დონეზე ინდივიდუალური თვისებები საკმაოდ კარგად არის გააზრებული და რეალიზებული. განვითარების დაბალი დონის შემთხვევაში კი აღნიშნული მახასიათებლები შეიძლება არ გამოვლინდეს პროფესიულ მოღვაწეობაში, მაგრამ არსებობდეს სიტუაციურად და, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გამოვლინდეს სიტუაციის მიმართ არაადეკვატურად.

2. პასუხისმგებელი შემსრულებელი“
მათ აქვთ „მმართველის“ ტიპის ბევრი მახასიათებელი, თუმცა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად ყოყმანობენ. ამ ტიპის ადამიანები უფრო „საქმის კეთებაზე“ არიან ორიენტირებულები, აქვთ მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, არიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ, აფასებენ სიმართლეს. ხშირად აქვთ ნერვული წარმოშობის სომატური დაავადებები, როგორც ზედმეტი დაძაბულობის შედეგი.

3. მშფოთავი“
ხასიათდება განსაკუთრებით მრავალფეროვანი უნარებით – ხელის სიზუსტიდან დაწყებული ლიტერატურული ნიჭით დამთავრებული. მოცემული ტიპის ადამიანებს ერთი პროფესიის ჩარჩოები არ აკმაყოფილებთ და შეიძლება, ერთმანეთისგან სრულიად საწინააღმდეგო რამდენიმე პროფესია ან ჰობი ჰქონდეთ. ვერ იტანენ უწესრიგობასა და სიბინძურეს და ამის გამო ხშირად მოსდით სხვებთან კონფლიქტი. გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით და ბევრჯერ ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში. სჭირდებათ ოდნავი გამხნევება.

4. მეცნიერი“
ეს ადამიანები ადვილად ემიჯნებიან რეალობას, ფლობენ „კონცეპტუალურ ნიჭს“. თითქმის ყველაფერზე საკუთარი თეორიები აქვთ. ჩვეულებრივ, სულიერად გაწონასწორებულნი არიან და რაციონალურად გეგმავენ საკუთარ ქცევებს. მოცემული ტიპის წარმომადგენლები ხშირად გვხვდებიან ხელოვნების სინთეზურ დარგებში: კინო, ცირკი, თეატრი, სანახაობრივი რეჟისურა, მულტიპლიკაცია და ა.შ.

5. ინტუიციური“
ამ ტიპის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვთ. უფრო ადვილად მუშაობენ ერთი ქმედებიდან მეორეზე გადართვისას, ყოველთვის გამოდიან უმცირესობის დამცველებად. სიახლის მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა აქვთ. არიან ალტრუისტები და ხშირად ავლენენ სხვებზე ზრუნვას. აქვთ ხელოსნობის უნარი და ხატოვანი წარმოსახვა, რაც საშუალებას აძლევთ, დაკავდნენ შემოქმედების ტექნიკური დარგებით. ჩვეულებრივ, საკუთარ ნორმებსა და მორალს შეიმუშავებენ, ფლობენ შინაგან თვითკონტროლს, სამაგიეროდ უარყოფითად რეაგირებენ ძალდატანებაზე, საკუთარი თავისუფლების შეზღუდვაზე.

6. გამომგონებელი, კონსტრუქტორი, მხატვარი“
ამ ტიპის ადამიანებს მდიდარი წარმოსახვა აქვთ, ხშირად არიან დაკავებული ხელოვნების ტექნიკური, მხატვრული, ინტელექტუალური დარგებით. უმეტესად ინტროვერტები არიან და ცხოვრობენ საკუთარი მორალური ნორმების მიხედვით, არ ემორჩილებიან სხვებისგან არანაირ ჩარჩოებს, გარდა თვითკონტროლისა. არიან ემოციურები და ორიგინალური იდეების გენერატორები.

7. ემოციური“
აქვთ სხვა ადამიანების მიმართ მომატებული თანაგრძნობის უნარი, ძნელად იტანენ ფილმებში სასტიკ კადრებს, შეიძლება დიდხანს იყვნენ შოკირებულნი რაიმე ძალადობის სცენის ნახვის შემდეგ. სხვების თანაგრძნობაზე, სხვებზე ზრუნვაზე დიდ ენერგიას ხარჯავენ და შედეგად, უძნელდებათ საკუთარი უნარების რეალიზება.

8. გულგრილი“
ემოციურის საპირისპირო ტიპი. ჩვეულებრივ, არასდროს მიაქვს გულთან ახლოს სხვების განცდები, ყურადღებას არ აქცევს მათ, უფრო მეტიც, აძლიერებს სხვა ადამიანებზე ზეწოლას. თუ ეს ადამიანი კარგი სპეციალისტია, შეუძლია, სხვები აიძულოს, გააკეთონ ის, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. ზოგჯერ რაიმე მიზეზის გამო შეიძლება საკუთარ პრობლემებში „ჩაიკეტოს“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?