რომელი სქესის ტვინი გაქვთ – მდედრობითი თუ მამრობითი? (ტესტი)

FUN-ტესტი

30 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ბუნებამ გადაწყვიტა, გაგვხუმრებოდა და ისე მოაწყო, რომ ზოგჯერ მამაკაცური ტვინის „მფლობელები“ ქალები არიან და, არცთუ იშვიათად, ქალური აზროვნებით კაცები ჯილდოვდებიან.

1. წარმოიდგინეთ საათის ციფერბლატი, რომელზეც ისრები 3 საათსა და 40 წუთს უჩვენებს. რას უდრის კუთხე საათისა და წუთების მანიშნებელ ისრებს შორის?


ა. მიჭირს პასუხის გაცემა;
ბ. დაახლოებით 100 გრადუსს;
გ. ტრანსპორტირს მოვიტან და შევეცდები, გავზომო.


2. როდესაც სატრანსპორტო რუკას ეცნობით:
ა. მიჭირს რაიმეს გაგება და სხვებს ვთხოვ დახმარებას;
ბ. არანაირ სირთულეს არ ვაწყდები;
გ. სასურველი ადგილი იქ მგონია, სადაც ჩემი ვარაუდით უნდა მდებარეობდეს.


3. ხელის თითები რამდენჯერმე ერთმანეთში გადახლართეთ. რომელი ხელის შუა თითი აღმოჩნდა ყველაზე ხშირად ზევით?
ა. მარცხენა;
ბ. მარჯვენა;
გ. ხან მარჯვენა, ხან მარცხენა.


4. დაუკარით ტაში რამდენჯერმე. რომელი ხელით უკრავთ ტაშს (რომელი ხელია ზევიდან)?
ა. მარცხენა;
ბ. მარჯვენა;
გ. ორივე ხელით ერთდროულად ვუკრავ.


5. შინ მეგობრები დაპატიჟეთ. როგორ აუხსნით მათ თქვენი ბინის მისამართს?
ა. იმედი მაქვს, ჩემი უბანი მათ კარგად ეცოდინებათ და დიდ ძალისხმევას არ დავხარჯავ;
ბ. დავხატავ ჩემი სახლის მარშრუტს და გავუგზავნი მეგობრებს;
გ. შევხვდები მათ და თავად მივიყვან სახლში.


6. როდესაც მობილურს ყიდულობთ, პირველად რით იწყებთ ახალი ტექნიკის გაცნობას?
ა. სარკეში ვიხედები და ვარკვევ, მიხდება თუ არა ახალი შენაძენი;
ბ. ტელეფონის ჩართვამდე ინსტრუქციას ვეცნობი;
გ. ტელეფონს ვრთავ და ყველაფერს თანმიმდევრულად ვათვალიერებ. თუ რამეს ვერ გავიგებ, ინსტრუქციას დავიხმარ.


7. რა ასაკში ისწავლეთ ლაპარაკი?
ა. როგორც მშობლები ამბობენ, ჯერ წლისაც არ ვიყავი;
ბ. დაახლოებით, სამი წლიდან;
გ. წლიდან ორ წლამდე ასაკში.


8. მეუღლე გეუბნებათ, რომ თქვენი ურთიერთობა გაცივდა და დროა, განქორწინდეთ. თქვენი რეაქცია:
ა. სკანდალი, ცრემლი, მუქარა;
ბ. შევეცდები, მასთან გულახდილად ვისაუბრო;
გ. არავითარი ისტერიკა და ახსნა-განმარტებები. ტაიმ-აუტს ავიღებ, ყველაფერი კარგად რომ ავწონ-დავწონო და მოვიფიქრო, როგორ ვიცხოვრო მომავალში.


დაითვალეთ შედეგები:


თუკი პასუხებში ა“ ვარიანტი ჭარბობს - თქვენ ქალურად აზროვნებთ.
თქვენი პლუსები: 
კეთილი და მომთმენი ხართ. თქვენი მთავარი ღირსება ადამიანების თანადგომა და მათი დახმარებაა. კარგად იცით, ვის უნდა გადაუშალოთ გული და ვისთან უნდა დაიჭიროთ დისტანცია. თუმცა, ხშირად, არაორდინარული საქციელიც გიზიდავთ. ზოგჯერ მხოლოდ გულის კარნახით იღებთ გადაწყვეტილებებს. ძალიან კომუნიკაბელური ხართ და უცხო კომპანიაში ადვილად ახერხებთ ადგილის დამკვიდრებას.
თქვენი მინუსები: 
არ ხართ დამოუკიდებელი ადამიანი. გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. გაურბიხართ პასუხისმგებლობას. თუკი გაგიმართლათ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოხვდით, კარგი ხელმძღვანელის სტატუსით ვერ ისარგებლებთ. ყველაფერში დამხმარეებზე ხართ დამოკიდებული, რომლებიც, საბოლოო ჯამში, თქვენზე მეტს აღწევენ.
როგორ უნდა მოიქცეთ?
უნდა მიეჩვიოთ პრობლემების თავად მოგვარებას. ეცადეთ, უფრო პუნქტუალურები იყოთ.


თუკი პასუხებში ჭარბობს ბ“ ვარიანტი - თქვენ მამაკაცური აზროვნება გაქვთ.
თქვენი პლუსები: 
გამოირჩევით ლოგიკით, უხვსიტყვაობითა და ანალიტიკური აზროვნებით. თქვენსავით არავის ძალუძს სიტუაციიდან სწორი დასკვნების გაკეთება. არასოდეს ენდობით სხვის სიტყვას, სანამ ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავთ. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჯერ დეტალურად განიხილავთ მას და მხოლოდ შემდეგ იწყებთ მოგვარებას.
თქვენი მინუსები: 
ისეთ სამყაროში რომ ცხოვრობდეთ, სადაც მხოლოდ რობოტები არსებობენ, გაცილებით უკეთ იგრძნობდით თავს, თუმცა ასე არ არის. ხშირად გავიწყდებათ, რომ თქვენ გვერდით ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი სისუსტეებითა და პრობლემებით. თქვენი ხასიათის წყალობით, გიჭირთ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა.
როგორ უნდა მოიქცეთ?
ნუთუ არ მოგბეზრდათ თქვენზე „მოკერებული“ ისეთი იარლიყები, როგორიცაა უგულო და უყურადღებო? იქნებ დროა, აღარ დამალოთ ემოციები და თამაშს თავი დაანებოთ... ერთი დღე მაინც იცხოვრეთ გულისა და არა გონების კარნახით.


თუ პასუხებში ჭარბობს გ“ ვარიანტი - თქვენ შერეული აზროვნების უნარი გაქვთ.
თქვენი პლუსები: 
არ გაქვთ გამოკვეთილად ქალური ან გამოკვეთილად მამაკაცური ქცევა, თუმცა დიდი გამჭრიახობითა და ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევით – ადვილად ახერხებთ საერთო ენის გამონახვას როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან. ყოველთვის არაორდინარული და კრეატიული ადამიანის რეპუტაციით სარგებლობთ.


თქვენი მინუსები: 
მინუსები, პრაქტიკულად, არ გაგაჩნიათ. თქვენი ტვინი კრიტიკულ სიტუაციაში არაბუნებრივი სისწრაფით მუშაობს და, რაც მთავარია, სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ.
როგორ უნდა მოიქცეთ?
ხშირად თქვენი ტვინის ქალური და მამაკაცური ნაწილები ერთმანეთში ვერ რიგდება და „ბრძოლას“ იწყებს. მაგალითად, სუპერმარკეტში გინდათ, რაც შეიძლება საჭირო და აუცილებელი ნივთები თუ პროდუქტი შეიძინოთ, მაგრამ ამ დროს ქალური ტვინი იწყებს მუშაობას და „საყვარელი“ ნივთების შეძენას გაიძულებთ. ასეთ დროს გირჩევთ, ყურადღება სულ 5 წუთით სხვა რამეზე გადაიტანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?