თითოეულ შეკითხვას უპასუხეთ „დიახ“ (1 ქულა) ან „არა“ (0 ქულა).
1. ხშირად მაწუხებს უძილობა და თავის ტკივილი.
2. სამყაროს მქრქალი მინის მიღმა ვუყურებ.
3. მთელი ჩემი ცხოვრება უაზროდ მეჩვენება.
4. სხვებზე უარესი ვარ.
5. ჩემი გაგება არავის შეუძლია.
6. ყველაფერი მაღიზიანებს.
7. დრო საშინლად მიზოზინებს.
8. არაფერში გამოვდგები.
9. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება მაქვს.
10. მიჭირს, საკუთარ თავს რამის გაკეთება ვაიძულო.
11. არ შემიძლია რაიმე საქმეზე კონცენტრირება.
12. მეგობრებთან მოწყენილი ვარ, მათ გარეშე კი თავს მარტოსულად ვგრძნობ.
13. თუ მე ამქვეყნად არ ვიქნები, სხვებს ცხოვრება გაუადვილდებათ.
14. საშინლად გამოვიყურები.
შედეგები
0-3 ქულა: მოწყენილი ხართ და ამიტომ ყველაფერს მუქ ფერებში ხედავთ. რამე სასიამოვნო გააკეთეთ და გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ კარგი განწყობა
დაგიბრუნდებათ.
4-6 ქულა: სტრესულ მდგომარეობაში ხართ. დაისვენეთ და თუ ამას ვერ ახერხებთ, ყოველდღე გაისეირნეთ მაინც. სპორტს მისდიეთ და გაიხსენეთ, რომ მძიმე პერიოდი, ბოლოს და ბოლოს, უკან დარჩება.
7-10 ქულა: დეპრესიაში ხართ. აუცილებლად უნდა გამონახოთ გამოსავალი. შვებულება აიღეთ, გარემო შეიცვალეთ და მეგობრებთან უფრო მეტი დრო გაატარეთ.
11-14 ქულა: ღრმა დეპრესიას შეუპყრიხართ. ამ მდგომარეობას დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევთ. მიმართეთ ფსიქოლოგს.