ტესტი – გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი

FUN-ტესტი

14 დეკემბერი 18:00, 2016 წელი
180

იცით, რომ ადამიანის ხასიათის განსაზღვრა მხოლოდ 4 მარტივი მოძრაობით არის შესაძლებელი...

ტესტი 4 დავალებისგან შედგება, რომლებსაც ინტუიციურად ასრულებთ. მოიმარჯვეთ ფურცელი, კალამი და დავიწყოთ:



1) გადახლართეთ თითები, როგორც პირველ სურათზეა ნაჩვენები. 
თუ ზევით მარცხენა ხელის ცერა თითი აღმოჩნდა, ფურცელზე დაწერეთ სიმბოლო „L“, თუ პირიქით - სიმბოლო „R“.


 




2) დაუმიზნეთ უჩინარ სამიზნეს. 
თუ მარცხენა თვალით უმიზნებთ და მარჯვენას ხუჭავთ, დაწერეთ სიმბოლო „L“, თუ პირიქით - სიმბოლო „R“.


 




3) გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე. 
თუ მარცხენა ხელის მტევანია ზევით, დაწერეთ სიმბოლო „L“, თუ მარჯვენა - სიმბოლო „R“.


 





4) ტაში დაუკარით. 
თუ თქვენ მარცხენა ხელს ურტყამთ მარჯვენას, დაწერეთ სიმბოლო „L“, თუ პირიქით - სიმბოლო „R“.


 


 


მაშ ასე, ვნახოთ შედეგები:

RRRR - 100%-ით მემარჯვენე. კონსერვატიზმი, სტერეოტიპებისადმი ორიენტაცია. უკონფლიქტობა.


RRRL - ხასიათის საკმაოდ მკვეთრი ნიშანია თავდაჯერებულობის ნაკლებობა.


RRLR - ძალიან კონტაქტური ხასიათის ტიპი. თავდაჯერებულობა, არტისტიზმი, იუმორის გრძნობა.


RRLL - იშვიათი შეხამება. წინა ხასიათს ჰგავს, თუმცა უფრო შერბილებულია.


RLRR - ანალიტიკური აზროვნება. ნელი შეგუება, სიფრთხილე ურთიერთობებში, მოთმინების უნარის მაღალი დონე და რაღაც დოზით სიცივე.


RLRL - ყველაზე იშვიათი შეხამებაა. უსუსურობა, სხვადასხვა გავლენების ქვეშ მოქცევის მაღალი რისკი.


LRRR - ხშირი შეხამებაა. ემოციურობა, მიზანსწრაფულობის ნაკლებობა. მეგობრულობა და კონტაქტში ადვილად შესვლის უნარი.


LRRL - წინა შემთხვევასთან შედარებით უფრო რბილი ხასიათი. მეამიტობა.


LLRR - მეგობრულობა და თავისუფლება. ინტერესების გაფანტულობა და თვითანალიზისადმი მიდრეკილება.


LLRL - მიმნდობობა და ხასიათის სიმარტივე.


LLLR - ემოციურობა, ენერგიულობა და თავდაჯერებულობა.


LLLL - 100%-ით მემარცხენე. ანტიკონსერვატიული ხასიათი. ძველის ახლებურად აღქმის უნარი. ძლიერი ემოციები, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი.


LRLR - ხასიათის ყველაზე ძლიერი ტიპი. ენერგიულობა მიზნისკენ სწრაფვაში. საკუთარი თვალთახედვის შეცვლის უნარი.


LRLL - სირთულეები მეგობრების შეძენისას. ჰგავს წინა ტიპს.


RLLR - ადვილი ხასიათი. გაურბის კონფლიქტებს. გატაცებების ხშირი ცვლილება.


RLLL - დამოუკიდებლობა და ცვალებადობა. ყველაფრის საკუთარი ძალებით კეთების სურვილი.