აღიარეთ, რისი გაკეთება არ გიყვართ სახლში და გეტყვით, ვინ ხართ თქვენ! (ტესტი)

FUN-ტესტი

15 დეკემბერი 18:00, 2016 წელი
131

როგორც აღმოჩნდა, ჩვენს პიროვნებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, რაც მოგვწონს, არამედ ისიც, რაც გულზე არ გვეხატება. ალბათ, ხელფასის ნახევარსაც კი გადაუხდიდით ვინმეს, ვინც თქვენ ნაცვლად შეასრულებდა ამა თუ იმ სამუშაოს. მაშ ასე, აირჩიეთ საქმიანობა, რომლის შესრულება ყველაზე ძალიან გეზარებათ...

  

  • კატის ტუალეტის გაწმენდა
    რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო ამაში არაფერია. გვეეჭვება, ამ საქმიანობას ფანები ჰყავდეს. უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ეს „ბინძური საქმე“. თუ თქვენ გამუდმებით გადადებთ გაწმენდას, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მშფოთვარე ადამიანი ხართ, რადგანაც, სანამ განზრახ ვარიდებთ თავს გასუფთავებას, გვიწევს უსიამოვნო სუნის მოთმენა.

  • აბაზანის გაწმენდა
    აბაზანის რეცხვა და წმენდა სპონტანურ ადამიანებს არ უყვართ. თქვენ არ გიყვართ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და არც იმ ადამიანების გესმით, ვისაც შორსმჭვრეტელი გეგმების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. თქვენ ამის გარეშეც მშვენივრად გრძნობთ თავს. არის გაცილებით საინტერესო რამეები, ვიდრე აბაზანის წმენდა.

  • ტანსაცმლის კარადის დალაგება
    თუ ზამთარი უკვე დადგა და თქვენ ჯერ კიდევ არ დაგილაგებიათ საზამთრო ნივთები, თქვენ ნამდვილი ოპტიმისტი ხართ!

  • ჭურჭლის რეცხვა
    თუ თქვენ სიხარულით ამზადებთ ამა თუ იმ კერძს და გენანებათ 15 წუთის დახარჯვა ჭურჭლის რეცხვაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრეატიული ადამიანი ბრძანდებით.

  • ეზოს დაგვა
    ყოველ შაბათს თქვენი ოთახის ფანჯრიდან აკვირდებით, როგორ ასუფთავებენ მეზობლები ეზოს? თქვენ არ გაფლანგავთ ძვირფას დროს ამ საქმეზე. ინდივიდუალისტი ხართ, რომელიც უპირატესობას საკუთარ დამოუკიდებლობას ანიჭებს.

  • თეთრეულის უთოობა
    სიამოვნებით ამოშლიდით ამ საქმიანობას ცხოვრებიდან? ეს თქვენი პრაგმატულობის მაჩვენებელია.

  • მაცივრის წმენდა
    პერფექციონისტი არ მოჰკიდებს საქმეს ხელს, თუ დარწმუნებული არაა, რომ ამას იდეალურად გააკეთებს. ამიტომაც მაცივრამდე ვერა და ვერ აღწევთ. დაულაგებელი მაცივარი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ არასრულყოფილებას მეტად ლოიალურად უნდა შეხედოთ.

  • კაფელის წმენდა
    თუ ამ საქმიანობას ვერ იტანთ, გლობალურად მოაზროვნე ადამიანი ბრძანდებით. ერთი შეხედვით, თქვენი სააბაზანო სუფთად გამოიყურება, მეტი საჭირო არც არის. დეტალებს დიდად არ უღრმავდებით.

  • მტვრის გადაწმენდა
    მტვერს თავს ვერავინ აარიდებს, ამას უნდა შევეგუოთ. თქვენ ვერ ხედავთ აზრს გამუდმებით მტვრის წმენდაში, იმიტომ, რომ რეალისტი ხართ.

  • მტვერსასრუტის გამოყენება
    არსებობენ ადამიანები, რომელთაც მოსწონთ ეს საქმიანობა, უყვართ მტვერსასრუტის მიერ დატოვებული სუფთა კვალის ცქერა. თუმცა, თქვენთვის ეს ძალზე მონოტონურია, თქვენ ხომ ხელოვანი ხართ. გირჩევთ, ფუნჯი და საღებავი აიღოთ, თუნდაც, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებოდეთ.