ტესტი – როგორ უყურებთ ამ სამყაროს

FUN-ტესტი

21 დეკემბერი 18:00, 2016 წელი

აირჩიეთ ამ 6 კარიდან ის, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდებოდა თქვენი ოცნების სახლს...


1
. ყველაფერი ხელოვნურის მოწინააღმდეგე, წესიერი, გულახდილი და თვითმყოფადი ხართ. ადამიანები, ასეთივე თვისებებით, ძალიან გაფასებენ. კარგი გემოვნება გაქვთ. ყველაფერში კლასიკურის მომხრე ბრძანდებით. ძალიან თავაზიანი ხართ გარშემომყოფთა მიმართ და ეს არ არის ეტიკეტის თამაში. უბრალოდ, თქვენ მართლაც რომ სიმპათიით ხართ ადამიანების მიმართ განწყობილი. ცხოვრებაში არ იღებთ საკუთარ თავზე ლიდერობას, ასევე, არ გიყვართ დამორჩილება. უბრალოდ, მიდიხართ საკუთარი გზით, თუნდაც გრძელი, ძნელი და ხანდახან მოსაწყენიც კი იყოს. თუ ვინმე შემოგიერთდებათ, მხოლოდ მოხარული იქნებით. თქვენი საახლობლო წრე არცთუ ისე მრავალრიცხოვანია, მაგრამ ეს სანდო, გამოცდილი ხალხია.



2.
თქვენ არ აღიქვამთ საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად. ცვლილებები ცხოვრებაში თქვენთვის არსებითი არ არის და ხდება ძალიან იშვიათად. მომხიბვლელი და სიმპათიური ადამიანი ხართ, შეგიძლიათ გარშემომყოფთა მოხიბვლა და კარგი განწყობის მოპოვება. კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ზომიერი. ერთგული, გულღია ადამიანი ხართ, მაგრამ რატომღაც ხდება ხოლმე, რომ მარტო ხართ, მაშინაც კი, როდესაც გვერდით ახლობელი ადამიანები არიან. შეიძლება ეს შინაგანი მარტოობაა. უბრალოდ, არ შეგიძლიათ (ან არ გინდათ) თქვენი პრობლემების სხვებთან გაზიარება, რადგან შეჩვეული ხართ, იყოთ ყველასთვის იოლი ადამიანი, არავინ არ დაძაბოთ.



3
. ძალიან მოსიყვარულე და გულისხმიერი ადამიანი ხართ. ბევრი მეგობარი გყავთ, მათ შორის ბევრი ქალი. უბრალოდ, ზუსტად ქალებს სჭირდებათ თქვენი სულიერი მხარდაჭერა, თქვენი უნარი, იპოვოთ საჭირო ბალანსი, შექმნათ ჰარმონია, ახსნათ ადამიანთა საქციელი მარტივი და გულწრფელი სიტყვებით, თქვენი ხმის ტემბრსაც კი შეუძლია ადამიანის დამშვიდება. თქვენ შორს ხართ ნებისმიერი ექსტრემისგან. ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი ცხოვრების ჩარჩოებს სცილდება, გიქმნით დისკომფორტს. ვიღაცას ცხოვრებაზე თქვენი შეხედულება ზედმეტად მარტივად და პრიმიტიულად ეჩვენება. სისულელეა! ზუსტად რომ უბრალო ფასეულობებია ყველაზე ძნელი, რადგან ისინია ყველაზე რთულად მისაღწევი. გარშემომყოფთათვის წესიერების, სინდისის განსახიერება ხართ. ცხოვრებას უყურებთ, როგორც უდიდესს საჩუქარს და ცდილობთ, უაზროდ არ დახარჯოთ ის.



4.
გონება ფილოსოფიურად გაქვთ მოწყობილი. მეოცნებე ხართ და გიყვართ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა მოეწყოს ცხოვრება  „ჭკუით“. გულის შორეულ კუთხეებში გაქვთ დამალული გრძნობები და იშვიათად უხსნით მათ ახლობლებსაც კი. ამიტომ თქვენი გული ძირითადად დაკეტილია. მაგრამ თუ იქიდან ამოვა ნამდვილი გრძნობები, გარშემომყოფნი გაოგნებულები დარჩებიან. თქვენ გეშინიათ თქვენი იმპულსურობისა და ემოციურობის, ამიტომ მალავთ მათ ღრმად. უნდა მოძებნოთ საკუთარ თავში ნიჭი. თქვენ ის ნამდვილად გაქვთ და არა რიგითი. უბრალოდ, თვითირონიის გრძნობა,რომელიც ჭკვიანი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, გაიძულებთ, არასერიოზულად მიუდგეთ საკუთარ თავს. თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ გახარებისთვის უჩვეულო მიზეზები.



5.
გაბედული და ძლიერი ადამიანი ხართ. ხანდახან უსირცხვილო, თამამი და თვითდაჯერებულიც. თქვენ ვერ ხედავთ საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობას, რადგანაც გგონიათ, რომ ისედაც სრულყოფილი პიროვნება ხართ. მაღალი შეხედულების ხართ თქვენს შეხედულებებსა და მორალზე. თუმცა ცხოვრებაში ხდება ხოლმე მორიგი კრიზისი, როდესაც თქვენი თვითშეფასება ნულამდე ვარდება და მაშინ უყურებთ საკუთარ თავს სკეპტიკურად. ორივე შეფასება, ბუნებრივია, არასწორია. უბრალოდ, აქამდე ვერ გაგიგიათ – სწორად აირჩიეთ თუ არა თქვენი გზა. ერთი მხრივ, თქვენი ცხოვრება სხვებზე უკეთესად აეწყო, მეორე მხრივ კი – უკეთესს იმსახურებთ. ამ ამოცანას ვერასდროს ამოხსნით. სამაგიეროდ შეგიძლიათ, უპასუხოთ კითხვას: რატომ არ გამოგდით იყოთ ის, ვინც ხართ? რადგანაც თვითონ არ იცით – თქვენ ხართ ეს თუ არა?მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ და განსაკუთრებული ბედი გაქვთ. იქამდე კი, უბრალოდ, გაამყარეთ ადამიანებთან კონტაქტი.




6.
კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ, ხშირად უდგახართ მხარში თქვენს ახლობლებს, მაგრამ არ გყოფნით დრო. ამასთანავე, თქვენი ორიგინალური აზროვნებით შეგიძლიათ, ფანტასტიკური რამეების გაკეთება, მაგრამ არ აფასებთ საკუთარ თავს და წარმატებები არ გამოგაქვთ სააშკარაოზე. ხელს გიშლით ხასიათის სისუსტე. იქ,სადაც ეს შესაძლებელია, ცდილობთ, დინებას მიჰყვეთ, იმის მაგივრად, რომ საკუთარი გეზი აირჩიოთ. ყველაზე კარგია, თუ ცხოვრებაში იპოვით მეგზურს, თქვენს ასლს. იზრუნებთ ერთმანეთზე და თვითონვე გაგიკვირდებათ, როგორი სიმაღლეების მიღწევა შეიძლება ცხოვრებაში. თანაც, ბედნიერება გაწვდილი ხელის მანძილზეა, უბრალოდ, არ უნდა შეგეშინდეთ მისი აღება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?