დახატეთ სახლი (ფსიქოლოგიური ტესტი)

FUN-ტესტი

22 დეკემბერი 18:00, 2016 წელი

მოიმარჯვეთ ფურცელი, ფანქარი და დახატეთ სახლი თქვენში არსებული შემოქმედებითი პოტენციალის შესაბამისად. შედეგები იხილეთ მას შემდეგ, როგორც კი სახლის ხატვას დაასრულებთ.

თუ სახლი საშუალო ზომისაა – თქვენში საკუთარი სახლის, ოჯახის შეგრძნება სტაბილურია. თუკი ის დიდი და გრანდიოზულია, ზედმეტ ფერებაში ხართ გაზრდილი (შესაძლოა, ახლაც იმავენაირად გიფრთხილდებიან), ხოლო თუ სახლი პატარაა, საკუთარი კერის შეგრძნება ბუნდოვნად გაქვთ. შესაძლოა, არც დაოჯახების პერსპექტივა გხიბლავდეთ დიდად. ამის მიზეზი კი დაბალი თვითშეფასებაა. სასურველია, ამაზე იმუშაოთ.


თუკი სახლი მონდომებით „გააფერადეთ“ შტრიხებით – ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რაღაც სერიოზული სადარდელი გაქვთ პირად (ოჯახურ) ურთიერთობაში და თქვენი გონება ინსტინქტურად „ხატავს“ ამ პრობლემას ფურცელზე.


თუკი თქვენ მიერ დახატული სახლი გრანდიოზულ სასახლეს ან ფეშენებელურ ვილას წააგავს – ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებით ეპატაჟური ადამიანი ხართ. მოგწონთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივად ცდილობთ, ხაზი გაუსვათ საკუთარ იმიჯს ვიზუალური მახასიათებლებით (ჩაცმულობა, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ძვირად ღირებული ნივთები).

სახლს თუ პატარა ფანჯრები დაუხატეთ, ან სულაც უფანჯროდ დატოვეთ იგი
– ჩაკეტილი, ასოციალური ტიპი ხართ. თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ამ ეტაპზე გაგაჩნიათ ამგვარი განწყობა და კარგი იქნება, თავს თუ როგორმე შემოუძახებთ.


სახლს თუ პატარა სარკმლები და დიდი კარი აქვს (თანაც ეს კარი ღიაა) – კომუნიკაბელური, თუმცა, ზედაპირული პერსონა ბრძანდებით. ადვილად იძენთ და კარგავთ მეგობრებს.


თუ პირიქით დახატეთ, ანუ დიდი ფანჯრები და პატარა კარი – ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე თვითანალიზის მოყვარულ, ინტელექტუალთან გვქონია. ასეთი ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან სხვებთან ურთიერთობისას.


სახლის ფანჯრები თუ უჩარჩოოა – ფორმალობის მოყვარული, გარკვეული სნობიზმით აღსავსე პიროვნება იქნებით. ზოგჯერ ამგვარ სახლებს ისეთი ადამიანებიც ხატავენ, ვისაც მარტოობა უყვარს და ხშირად ნებაყოფლობით იზოლაციაში იმყოფება.


თუკი სახლს ჟალუზებიანი ფანჯრები დაუხატეთ – ან თავად სახლის გასწვრივ გაავლეთ ღობე, ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად მყიფე, ემოციურად სუსტი პიროვნება ბრძანდებით. ძალიან გეშინიათ აგრესიის. თუმცა, ამასთანავე, გადამეტებული ეჭვიანობა და გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებულებაც გახასიათებთ.


სახლის კედლებზე თუ გააკეთეთ აქცენტი (მაგ., აგურის კედელი დახატეთ) – დაცულობის მოთხოვნილება გაქვთ. ასეთ ადამიანებს გამუდმებით აქვთ არასტაბილურობის შიში და განცდა იმისა, რომ ერთ დღესაც შესაძლოა, ყველაფერი დაკარგონ ცხოვრებაში.


იმ შემთხვევაში, თუ აქცენტი სახლის სახურავზე გააკეთეთ (გააფერადეთ ან კრამიტით „გადახურეთ“ ის) – ფანტაზიის დიდი უნარით გამოირჩევით და საერთო ინტელექტუალური დონეც მაღალი გაქვთ.


დაბოლოს, სახლში ვინ ცხოვრობს?


თუკი იქ მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ – ან მარტოოდენ თქვენი საკუთრებაა იგი, ეს დეპრესიისკენ მიდრეკილ, მარტოსულ ადამიანზე მეტყველებს.


თუ სახლში ბავშვებიც ცხოვრობენ, მაგრამ უფროსების დახატვა რატომღაც „დაგავიწყდათ“ – დამოუკიდებლობისკენ მიილტვით და გარკვეული ინფანტილურობა გახასიათებთ.





დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?