რას ფიქრობენ თქვენზე? (ტესტი)

FUN-ტესტი

12 იანვარი 18:00, 2017 წელი

გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები? გაიარეთ ტესტი და მიიღეთ პასუხი.

ქვემომოყვანილ დებულებებს ან უნდა დაეთანხმოთ, ან – არა.


1. უნდა გახსოვდეთ, რომ ისინი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ, თქვენს მუდმივ შეფასებაში არიან.


2. ადამიანი საკმარისად დამოუკიდებელი უნდა იყოს, რათა მეგობრებთან საკუთარ გატაცებაზე იმსჯელოს, თანაც ისე, რომ მათ აზრს დიდი ყურადღება არ მიაქციოს.


3. მიუხედავად ნებისმიერი ცდუნებისა, ყველაზე ბრძნული საქციელი ღირსების შენარჩუნებაა.


4. თუ ადამიანი სხვის მეტყველებაში შეცდომებს ამჩნევს, აუცილებლად უნდა შეუსწოროს.


5. დამოუკიდებელ ადამიანებთან შეხვედრისას, იმიტომ, რომ მათზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, უნდა ეცადოთ, რომ, რაც შეიძლება გონებამახვილი და მიმზიდველი უნდა გამოჩნდეთ.


6. თუ ადამიანის გაცნობისას მის სახელს ვერ გაიგონებთ, გამეორება უთუოდ უნდა სთხოვოთ.


7. ადამიანს პატივს იმიტომ სცემენ, რომ დაცინვის უფლებას არავის აძლევს.


8. ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ, თორემ გარშემომყოფები მასხრად აგიგდებენ და მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებენ.


9. თუ ჭკვიან და ნიჭიერ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, მასთან შეჯიბრს მისი უპირატესობის აღიარება გირჩევნიათ.


10. ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადოს, მისი საქციელი იმ კომპანიის განწყობილებას შეესაბამებოდეს, რომელშიც ტრიალებს.


11. მეგობრებს უნდა დაეხმაროთ, რადგან შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც თავად დაგჭირდებათ მათი დახმარება.


12. ადამიანებს საჭიროზე მეტ დახმარებას ნუ გაუწევთ, რადგან ამას ცოტა ვინმე თუ აფასებს.


13. სჯობს, სხვები იყვნენ თქვენზე დამოკიდებულნი და არა პირიქით.


14. ჭეშმარიტი მეგობარი მეგობრებს ყოველთვის ეხმარება.


15. ადამიანმა ყველა თავისი დადებითი თვისება უთუოდ სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს, რათა სათანადოდ დააფასონ.


16. თუ გიყვებიან ანეკდოტს, რომელიც უკვე იცით, მოსაუბრე უნდა შეაჩეროთ.


17. თუ კომპანიაში ყვებიან ანეკდოტს, რომელიც უკვე იცით, იმდენად თავაზიანად უნდა მოიქცეთ, რომ სხვებთან ერთად გულიანად იცინოთ.


18. თუ სტუმრად დაგპატიჟეს, თქვენ კი იქ წასვლას თეატრში ან კინოში წასვლა გირჩევნიათ, რაიმე ისეთი მიზეზი უნდა მოიფიქროთ, რომ დამპატიჟებელს გული არ ეტკინოს.


19. ნამდვილი მეგობრები თავიანთი ახლობლებისგან მხოლოდ კარგ საქციელს მოითხოვენ, თუნდაც ეს მათ სურვილებს ეწინააღმდეგებოდეს.


20. ადამიანებმა თავიანთი ინტერესები ყოველთვის ჯიუტად როდი უნდა დაიცვან.


შედეგი:
1, 3, 5, 9, 10, 11, 14, 17, 18 და 20 კითხვებზე გაცემულ ყოველ დადებით და
2, 4, 6, 7, 8, 12, 13, 15, 16, 19 კითხვებზე გაცემულ ყოველ უარყოფით პასუხში თითო-თითო ქულა დაიწერეთ და შედეგები ისე შეაჯამეთ.


0-დან 7 ქულამდე: ცხოვრებას სერიოზულად უნდა ჩაუფიქრდეთ, რადგან საკუთარ თავში ჩაკეტილი და შებოჭილი ადამიანისადმი სიმპათიით ცოტა ვინმე თუ განეწყობა. გვესმის, რომ ძალიან გინდათ სერიოზულ და პატივცემულ ადამიანად გთვლიდნენ, მაგრამ ამის გამო მუდმივ დაძაბულობაში ყოფნას დიდხანს მაინც ვერ გაუძლებთ. სჯობს, საკუთარ თავს მსუბუქი იუმორით შეხედოთ და დაინახავთ, თქვენი ცხოვრება სიკეთისკენ როგორ შეიცვლება.


8-დან 14 ქულამდე: გარშემომყოფები თქვენ მიმართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილნი არიან. კარგ კომპანიაში ყოფნა თავადაც გიყვართ, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ადამიანებთან დისტანციის დაცვაც არ გიჭირთ. მართალია, მსგავს შემთხვევებში კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ პრობლემების მოგვარებას მაინც ყოველთვის ახერხებთ.


15-დან 20 ქულამდე: როგორც ჩანს, ღმერთმა ხელგაშლილად დაგაჯილდოვათ მომხიბვლელობით. სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, მხოლოდ აღტაცებას იწვევთ. ძნელი სათქმელია, რა უფრო ხიბლავთ ადამიანებს თქვენში: მომაჯადოებელი ღიმილი, სიტუაციის ფლობის, მოსაუბრის „გრძნობის“ უნარი, თუ უბრალოდ, ადამიანების სიყვარული. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების რჩეულის როლი გარანტირებული გაქვთ.

დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...