აირჩიეთ სანთელი და გეტყვით, საით მიჰყავხართ თქვენს ეგოს (ტესტი)

FUN-ტესტი

14 იანვარი 18:00, 2017 წელი

ეს ტესტი მსოფლიოში ცნობილმა ირლანდიელმა ფსიქოლოგმა კარინა კოლინზმა შეიმუშავა. აირჩიეთ სანთელი, რომელიც ყველაზე მეტად გესიმპათიურებათ ან ყველაზე მეტად გაღიზიანებთ.

თეთრი – მთვარის ფერი. შეიძლება მისი ფაზების გავლენასაც გრძნობდეთ. ამ სამყაროში იმიტომ მოხვედით, რომ თავად განვითარდეთ და სიკეთე მოუტანოთ გარშემომყოფებს. ინტუიციურად მეტად განვითარებული ხართ. შეიძლება საკუთარ თავს ფსიქოლოგის ან მედიუმის თვისებებს ამჩნევთ. ინტუიციურად გრძნობთ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ. კარგი იქნება, თუ მთვარის ენერგიას მეტად განავითარებთ საკუთარ თავში. ძილის წინ 5 წუთი მედიტაციისთვის გამოჰყავით. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სიბნელიდან გამომავალი თეთრი შუქი.


იასამნისფერი – იუპიტერის ფერი. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხანში კეთილდღეობას მიიზიდავთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს. საშუალება მოგეცემათ, დაეუფლოთ ახალ ცოდნას. თუ ცხოვრებაში უსამართლობას შეეჩეხებით, აკონტროლეთ ემოციები. შეიძლება საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ იყოთ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირდეთ, თუმცა, ბოლო მომენტში, ინტუიციაზე დაყრდნობით მაინც სწორ გადაწყვეტილებას იღებთ.


წითელი – ძალისა და მამაცურობის ფერი.
ამ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ომის ან სიყვარულისთვის ემზადებიან. მათი სული ნერვიულობს და მოქმედების მოლოდინშია. დროა, სიამოვნება მიიღოთ შინაგანი განვითარებისგან. თქვენ საკმაოდ მამაცი ხართ და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ნუ შეუშინდებით. მზად ხართ სიყვარულისთვის; ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, ბავშვი ან შინაური ცხოველი. შეიძლება ახალი სამსახური შემოგთავაზონ, სამოგზაუროდ გაემგზავროთ ან ახალი ჰობი გამოგიჩნდეთ. მთავარია, მზად იყოთ სიახლეებისთვის.


ყვითელი – მერკურის ფერი, ურთიერთობისა და გონების პლანეტის. მას ინტელექტუალი ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას. ყვითელი მოძრაობის, ახალი წამოწყებების ფერია. მუდამ მზად ხარ სწავლისთვის, ინფორმაციების მისაღებად. უპირატესობა მიანიჭეთ იურიდიული საქმის შესწავლას. თქვენგან საუკეთესო ადვოკატი გამოვა. აგრეთვე, კარგია ცხოველებთან მუშაობა. გახსოვდეთ, არასდროსაა გვიან, თუ გულით მოინდომებთ.


მწვანე – გულის ჩაკრის ფერი. თქვენი გრძნობების ორგანოსთანაა კავშირში. თუ მწვანე აირჩიეთ, ჯანმრთელი, ემოციური
ადამიანი ყოფილხართ. ბუნება ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ. შეიძლება ცოტა ხანში მატერიალურად მოძლიერდეთ. მცირე სიხარულებიც გელით. გახსოვდეთ, რომ სამყარო რთულია და მუდამ უნდა შეგეძლოთ ბალანსის მოძებნა. ახალი იდეების დაბადებას ელოდეთ. შემოქმედებითი ცხოვრება დაგეწყებათ. ეცადეთ, ხშირად მიირთვათ ჯანსაღი საკვები. იზრუნეთ სხეულზე. კარგია კულინარიის, მებაღეობის, უცხო ენის, სიმღერის სწავლა.


ლურჯი – წყალთან ასოცირდება. უნდა შეძლოთ საკუთარი ქმედებების აღქმა. კარგი ინტუიცია გაქვთ, თქვენი ციური მფარველი პლანეტა პლუტონია. ის ექსტრასენსებსა და მკურნალებს სწყალობს. შეიძლება სენტიმენტალური ადამიანი იყოთ, რომელიც განწყობის ცვალებადობისგან იტანჯება. როცა თქვენი მეექვსე გრძნობა აქტიურდება, ენერგიული ხდებით და ყველაფერს კარგად აკეთებთ. ისწავლეთ ინსტინქტების გამოცნობა. მიიღეთ თქვენი ნიჭი.


შავი – ბოროტების კი არა, თვითანალიზისა და თავდაცვის ფერი. ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ, განვითარება რომ შეძლოთ. ხშირად უნდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. ძველად ჯადოქრები შავ სანთელს დაბნეული ადამიანის გონზე მოსასვლელად იყენებდნენ, რომ მათ სინათლე დაენახათ. მეტად მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმ კითხვებს გაეცემა პასუხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ეცადეთ, ხშირად განმარტოვდეთ. სასურველია, ბუნებაში სამყაროს შორიდან დააკვირდეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?