როგორ აზროვნებთ? ანუ რომელი „სქესისაა” თქვენი აზროვნება? (ტესტი)

FUN-ტესტი

17 იანვარი 18:00, 2017 წელი

იცით თუ არა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვაგვარად აზროვნებენ? ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უფრო მასშტაბური აზროვნება აქვთ, ქალბატონები კი რთული წინადადებებით საუბრობენ და მეტყველების დეფექტიც იშვიათად აქვთ. მაგრამ გვხვდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საკუთარი სქესის საპირისპირო აზროვნებით გამოირჩევიან. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ენდოკრინულ სისტემაში იმალება, თუმცა ის, თუ კონკრეტულად რომელი ჰორმონები აიძულებს ქალებს მამაკაცებივით იფიქრონ (და პირიქით) ჯერ ვერ დაუდგენიათ.


თუ გაინტერესებთ, პირადად თქვენი აზროვნება `რომელი სქესისაა~, ქვემოთმოცემული ტესტი ზედმიწევნით გულწრფელად უნდა შეავსოთ.



  1. კატის მშვიდი კნუტუნის გაგონებაზე შეგიძლიათ თუ არა მისი ადგილსამყოფელის უცებ დადგენა?
    ა. თუ კარგად მივაყურადებ, შევძლებ;
    ბ. კი, მაშინვე;
    გ. არა, არ შემიძლია.


  2.  ორი წუთის წინ მოსმენილ მელოდიას ადვილად იმახსოვრებთ?
    ა. დიახ, ნებისმიერ შემთხვევაში;
    ბ. დიახ, თუ ის უბრალო და რიტმულია;
    გ. ჩემთვის ეს ძნელი საქმეა.


  3. თუ დაგირეკავთ ადამიანი, რომელსაც რამდენჯერმე ესაუბრეთ, მის ხმას მაშინვე იცნობთ?
    ა. დიახ, ვიცნობ;
    ბ. უმეტეს შემთხვევაში ვიცნობ;
    გ. ვერა, ვერ ვიცნობ.


  4. თუ რამდენიმე წყვილი ცოლ-ქმრის კომპანიაში მოხვდებით, რომელთაგან ორს ერთმანეთთან რომანიც აქვს, შეამჩნევთ თუ არა ამას?
    ა. დიახ, ყოველთვის შევამჩნევ;
    ბ. დიახ, უმეტეს შემთხვევაში;
    გ. ვერა, ვერ შევამჩნევ.


  5. ერთ-ერთ საღამოზე რამდენიმე ადამიანს გაგაცნობენ, მეორე დღეს მათ სახელებს თუ გიხსენებენ, სახეებს გაიხსენებთ?
    ა. ყველას გავიხსენებ;
    ბ. ზოგიერთის სახეს აღვიდგენ;
    გ. ვერა, ვერ გავიხსენებ.


  6. სკოლაში თხზულებებს ადვილად წერდით?
    ა. დიახ;
    ბ. როდის როგორ;
    გ. არა.


  7. როგორ მოიქცევით, თუ ავტოსადგომზე თავისუფალ ადგილს შენიშნავთ, მაგრამ იქამდე მისვლა მანქანით ძნელი აღმოჩნდება?
    ა. სხვა ადგილს მოვძებნი;
    ბ. გზას ფრთხილად გავიკვლევ;
    გ. არც კი დავფიქრდები, მანქანას ისე დავაყენებ.


  8. უცნობ სოფელში სამი დღის გატარების შემდეგ, ვინმემ ჩრდილოეთის ჩვენება რომ მოგთხოვოთ, შეძლებთ ამის გაკეთებას?
    ა. ალბათ ვერა;
    ბ. თუ დავფიქრდები, შევძლებ;
    გ. მაშინვე ვაჩვენებ.


  9. სტომატოლოგთან მიღებაზე ყოფნისას, რამდენად ახლოს შეგიძლიათ საოპირისპირო სქესის წარმომადგენერლთან დაჯდომა ისე, რომ ამის გამო უხერხულობა არ იგრძნოთ?
    ა. 20 სმ-ზე ნაკლებ მანძილზე;
    ბ. 20-დან 60 სმ-მდე;
    გ. 60 სმ-ზე უფრო შორს.


  10. როგორ მოიქცევით, თუ მეზობელთან საჭორაოდ შესულს ბინაში სიჩუმე დაგხვდებათ, მაგრამ უცებ საიდანღაც წყლის წვეთის ხმა შემოგესმებათ?
    ა. ამ ხმას უცებ შევამჩნევ, მაგრამ არაფერს შევიმჩნევ;
    ბ. თუ შევამჩნევ ამის შესახებ მაშინვე ხმამაღლა ვიტყვი;
    გ. ეს მე ოდნავადაც კი არ გამაღიზიანებს.

    შედეგი:

    მამაკაცებისთვის: ა.) პლუს 10 ქულა. ბ) პლუს 5 ქულა. გ) მინუს ხუთი ქულა.
    ქალებისთვის: ა) პლუს 15 ქულა. ბ) პლუს ხუთი ქულა. გ) მინუს ხუთი ქულა.


    ნებისმიერ უპასუხოდ დატოვებულ კითხვაში ყველამ მინუს ხუთი ქულა უნდა დაიწეროს. მამაკაცებმა 0-60 ქულა უნდა დააგროვონ. ქალებმა - 50-100. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თქვენგანი 50-60 ქულამდე დააგროვებთ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის აზროვნების შტრიხები ერთდროულად გახასიათებთ. მამაკაცებს, რომლებიც 0-ზე ნაკლებს და ქალებს, რომლებიც 100-ზე მეტ ქულას დააგროვებენ, საპირისპირო სქესის მკვეთრად განსხვავებული აზროვნება აქვთ. მამაკაცები, რომლების 60-ზე მეტ ქულას დააგროვებენ, ხშირად ქალურად აზროვნებენ, ხოლო ქალები, რომლებიც 50 ქულაზე ნაკლებს დააგროვებენ, მამაკაცური აზროვნებით გამოირჩევიან.










საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.