ხართ თუ არა იღბლიანი? გაარკვიეთ მარტივი ტესტით

FUN-ტესტი

20 იანვარი 18:00
277

იქნებ მიგაჩნიათ, რომ იღბალი თქვენგან შორსაა, მაგრამ შესაძლოა ეს მხოლოდ გეჩვენებათ და ყველაფერი რიგზეა… გაიარეთ ტესტი და გაიგეთ რამდენად იღბლიანი ხართ.

 

1. ლატარეაში თუ მოგიგიათ რაიმე?
ა) დიახ, საკმაოდ ხშირად;
ბ) კი, რამდენჯერმე;
გ) არა, არასოდეს.


2. მანქანების საცობში ხშირად ხვდებით?
ა) არა, რადგან შემოვლა მეხერხება;
ბ) რა ვიცი, ხდება ხოლმე;
გ) კი და ეს ნამდვილი კატასტროფაა.


3. ხშირად გვიანდება თუ არა ჩარტერული რეისები, რომლებითაც თქვენ დაფრინავთ?
ა) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსგავსი რამ არასოდეს დამმართნია:
ბ) როგორც ყველა ჩარტერი;
გ) კი, მუდმივად ასეა.


4. რაიმეს სარფიანად შეძენას ხშირად ახერხებთ?
ა) კი, ძალიან ხშირად;
ბ) ხანდახან ვახერხებ;
გ) ვერასოდეს ვერ ვახერხებ.


5. საგზურით ხშირად ისვენებთ?
ა) ყოველთვის ასე ვისვენებ;
ბ) იშვიათად;
გ) არა, ასე დასვენება არ გამომდის.


6. თქვენი შვებულების დროს როგორი ამინდია ხოლმე?
ა) ყოველთვის კარგი ამინდია;
ბ) გააჩნია, როდის როგორი;
გ) უჰ, არა, ხშირად საზიზღარი ამინდია ხოლმე.


7. თეატრში „ზედმეტი ბილეთით“ თუ შესულხართ?
ა) რა თქმა უნდა, შევსულვარ;
ბ) კი, სტუდენტობისას;
გ) არა, ამის გაკეთება ვერც კი წარმომიდგენია.


8. მანქანას კარგად ატარებთ?
ა) ნორმალურად;
ბ) რა ვიცი, როგორც ყველა;
გ) ვფიქრობ, სადაზღვევო კომპანია მალე ჩემზე ხელს აიღებს.


9. ხშირად ახერხებთ ამოცნობას მოცემულ მომენტში თქვებს შეფს რა მოეწონებოდა?
ა) რა თქმა უნდა, მე ხომ შესანიშნავად ვიცი ჩემი შეფი რასაც წარმოადგენს;
ბ) როდის როგორ;
გ) კაცმა არ იცის ჩემს შეფს როდის რა მოთხოვნა ექნება.


10. ბევრი ნაცნობი გყავთ?
ა) საკმაოდ ბევრი;
ბ) არც ისე ბევრი;
გ) მხოლოდ კოლეგები.


11. შინაური ცხოველები თუ გყავთ?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიჩინო;
გ) ისინი ჩემთან რატომღაც ვერ ძლებენ.


12. „დღეს რა ჩავიცვა?“ – ამ პრობლემის გადაჭრა ხშირად გიწევთ?
ა) არა, რადგან ყველაფერს ინტუიცია მკარნახობს;
ბ) ზოგჯერ ამაზე მართლაც დიდხანს ვფიქრობ.
გ) ეს ჩემი მარადიული პრობლემაა.


13. სამსახურში დაშვებული შეცდომების დაფარვას თუ ახერხებთ?
ა) ვცდილობ, შეცდომები საერთოდ არ დავუშვა;
ბ) შეცდომებს სწრაფად ვასწორებ;
გ) სამწუხაეროდ ვერ ვახერხებ.


14. სამსახურში სხვა საქმით ხშირად ხართ დაკავებული?
ა) არა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა;
ბ) ვცდილობ მსგავსი რამ არ მოხდეს;
გ) ამის გამო ხელმძღვანელობამ გუშინაც დამტუქსა;


შედეგები


მეტი „ა“ პასუხი: ისეთი იღბლიანი ხართ, რომ შეიძლება სხვებს თქვენი შეშურდეთ კიდეც. ისე, ალბათ, საცობებშიც ხშირად ხვდებით და თქვენი ჩარტერული რეისებიც აგვიანებს, მაგრამ თავად ამას არაფერად აგდებთ.


მეტი „ბ“ პასუხი: იღბლიანი ადამიანი ხართ. მართალია საწუწუნო ბევრი არაფერი გაქვთ, მაგრამ რაღაც–რაღაცეების შეცვლა მაინც არ გაწყენდათ.


მეტი „გ“ პასუხი: მართალია მიგაჩნიათ, რომ იღბალს თქვენთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენებათ და ყველაფერი რიგზეა…