„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების წევრთა არჩევნების პროცესს დადებითად აფასებს

ამბები

7 სექტემბერი 14:30, 2017 წელი

2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს.

2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა.


იმ ოლქებში, სადაც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგს, კერძოდ: ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, გორის, საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის ოლქებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სხდომების მიმდინარეობისას, მიუხედავად განსხვავებული აზრის გამოთქმისა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ყველა უბანზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრი.


კერძოდ, №22 მარნეულის, ქ. თბილისის №5 ისნის, №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა ოლქის წევრებმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი, რის შესაბამისადაც საოლქო საარჩევნო კომისიებს შესთავაზეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა გასაუბრების წესით, იმ მოტივით, რომ მხოლოდ განაცხადისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ზეპირი განხილვის საფუძველზე შეუძლებელია პიროვნების კომპეტენციების განსაზღვრა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.


საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.


სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) , ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?