Feast of Bacchus - კომპანია GWS ბახუსის ზეიმს თანამედროვე სახით გააცოცხლებს

ამბები

8 სექტემბერი 16:43, 2017 წელი

ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS 9 სექტემბერს, თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმს - Feast of Bacchus გამართავს.

GWS, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელი კომპანია აღადგენს ანტიკურ ტრადიციას და თანამედროვე სახით გააცოცხლებს ბახუსის ზეიმს.


ღონისძიების მიზანს სწორედ დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა- გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენს - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21-ე საუკუნეში.


ბახუსი (Bákhos), იგივე დიონისე რომაული მითოლოგიიდან, მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობას და შესაბამისად დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითიც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.


ღონისძიებაზე მოწვეულები არიან კომპანია GWS-ის  უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის  წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები,  თელავის მერი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.
სტუმრებს უმაპინძლებს კომპანიის აღმსარულებელი დირექტორი ფილიპ ლესპი.

ამ თეატრალიზებულ სანახაობას მუსიკალურად გააფორმებენ სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, საღამოს დაასრულებს DJ.
ბახუსის ზეიმზე წარმოდგენას პანტომიმის თეატრი გამართავს. ღონისძიებას გააფორმებენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც ადგილზე ბახუსის თემაზე ჩანახატებს შექმნიან და მათი დაჯილდოება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება.


ეზოს შესასვლელში განთავსდება ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს დაურიგდებათ ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმის სამაგრები.


ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე კომპანია GWS  ბახუსის ზეიმთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამასთან ერთად, უახლესი და დაძველებული ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს.


სპეციალურად მათთვის ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის სახლებში მოეწყობა მედიატური, რომელიც მოიცავს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარების, ისევე როგორც ღვინის მარნის და ჩამოსასხმელი ხაზის დათვალიერებას, მასტერკლასს,  ღვინის დალევისს წესების გაცნობას,  სხვადასხვა სახალისო თამაშს, მათ შორის იქნება ფლაკონებით ტესტირება და არომატების გამოცნობა, რომელიც დასრულდება დეგუსტაციით. ასევე მოეწყობა რთველი და პიკნიკი ვენახში.


GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა.
დღეს GWS-ის მფლობელობაში  400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 
70% ქართულ ტრადიციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომლებიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტის, ვისმინოსა და ელიბოს სახელითაა ცნობილი.
ღონისძიებაზე GWS სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგენს ახალ პრემიუმ ბრენდ „თამადას“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?