Feast of Bacchus - დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიცია 21-ე საუკუნეში

ამბები

12 სექტემბერი 13:30, 2017 წელი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმი - Feast of Bacchus გამართა. GWS-მა, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელმა, აღადგინა და თანამედროვე სახით წარმოგვიდგინა ანტიკური ტრადიცია - ბახუსის ზეიმი, „იდეალური გარემო, სასიამოვნო მუსიკა და საუკეთესო ღვინო“.

ღონისძიების მიზანი სწორედ დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა-გაცოცხლება და გათანამედროვება იყო - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21-ე საუკუნეში.


ცნობილია, რომ ბახუსი (Bákhos), იგივე დიონისე, რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობასა და, შესაბამისად, დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითიც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.


ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კომპანია GWS-ის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის  წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, საერთაშორისო პარტნიორები, ღვინის მასტერი, ჩინეთში ქართული ღვინის წარმომადგენელი დებრა მაიბურგი და მისი თანმხლები 14 მედიაწარმომადგენელი და იმპორტიორი ჰონკონგიდან. ბახუსის ზეიმს, ასევე, ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.


სტუმრებს უმასპინძლა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ: „დღეს ბახუსის ზეიმია, რომელსაც პირველად ჩვენს რეალობაში საქართველოში სწორედ GWS აღნიშნავს. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია. უკვე მეოცე წელია, ტრადიციად გვაქვს შემოდგომაზე, რთველის დაწყებამდე დღესასწაულების აღნიშვნა. დღესასწაულს ყოველ წელს სხვადასხვა სახელი ერქმევა, ამჯერად მას  „ბახუსის ზეიმი“ დავარქვით. GWS საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი პოპულარული კომპანიაა. ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ რთველის დაწყებას და ვაწყობთ ღვინის ფესტივალს“.
„ჩვენ ვზეიმობთ ბახუსის დღესასწაულს. დღეს მთელ მსოფლიოში საუბრობენ ქართულ ღვინოსა და მის საუკუნოვან ისტორიაზე. მართლაც, საქართველოში ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიცია არსებობს. სწორედ ამ დღეებში ქალაქ ბორდოში გამართულ გამოფენაზე, საქართველო არის მასპინძელი, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი პირველი ქვეყანა. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეცოცხლებინა ტრადიცია ბახუსისა, იგივე დიონისესი, რომელიც საქართველოში ნამდვილად არსებობდა, რასაც ადასტურებს ბახუსისა და დიონისეს მოზაიკა, ქანდაკებები, ნიღბები, რომლებიც აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრებისას, რაც დადასტურებულია კვლევებით და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III საუკუნეებით“,  - ბახუსის, იგივე დიონისეს, არსებობაზე ქართულ რეალობაში ისაუბრა GWS-ის ელჩმა ქეთი კენკიშვილმა.


კომპანიამ Feast of Bacchus თეატრალიზებული სახით წარმოგვიდგინა და სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. წარმოდგენა პანტომიმის თეატრმა გამართა - კომპანიის ფერებში გამოწყობილი მსახიობები იდეალურ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდნენ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა მხატვრებიც, რომლებმაც ადგილზე შექმნეს ბახუსის თემაზე ჩანახატები. მათი დაჯილდოება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება. ეზოს შესასვლელში განთავსდა ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმის სამაგრები უსახსოვრეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სიმებიანი კვარტეტი, „ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო“, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, რომელიც DJ-ს ორიგინალური კომპოზიციებით დასრულდა.


ღონისძიებაზე GWS-მა სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგინა ახალი პრემიუმ ბრენდი - თამადის დიდებული რეზერვი და ქვევრი.
GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმო „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, GWS-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280 ჰა-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. 70% ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშებია, 30% კი - საერთაშორისო სახეობები. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც „თამადის“, „ძველი თბილისის“, „ადამანტის“, „ვისმინოსა“ და „ელიბოს“ სახელითაა ცნობილი.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?