საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები უნდა განისაზღვროს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ გაითვალისწინა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" რეკომენდაცია და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში - 11 სექტემბერს ჩაატარა.
28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისისას. "მრავალეროვნამა საქართველომ" ითხოვა საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩევლთა დროულ ინფორმირებას.
აღნიშნულის მიზნით, ორგანიზაციის წინადადებით, მას შემდეგ, რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი, ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უნდა უზუნრველყოს წილისყრა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის თანაბარუფლებიან გარემოში წარმართვას.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი "ღია საზოგადოება საქარველოს" (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.