მარნეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ამბები

13 სექტემბერი 18:07, 2017 წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალგეთში, ახლად აშენებული ბაღის შენობა ორ სართულიანია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ამ ეტაპისთვის დასრულებულია ორივე სართულის მშენებლობა და რემონტი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, სამზარეულო, შენობა აღიჭურვა ცენტრალური და ელექტრო გაყვანილობის სისტემით, სველი წერიტილებით. შენობაში ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მოეწყო პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. რაც შეეხება საბავშო ბაღის გარე პერიმეტრს, მოგახსენებთ, რომ შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო გაზონი და მისასვლელი ბილიკები კერამიკული ფილებით, ეზოში დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის მოეწყო კაუჩუკის საფარი, ასევე ბაღის ეზოში დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.

ალგეთის საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 631 000 ლარია. რგპ ფონდიდან გამოიყო 599 450 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიჯეტიდან კი 31 550 ლარი. მშენებლობაზე დასაქმდა 20 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. გამომდინარე აქედან, პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისწავდომი გახდება.

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?