ცესკო: "მივმართავთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს"

ამბები

20 სექტემბერი 15:13, 2017 წელი

ცესკოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო.

აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს  საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას.


"შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საქმიანობაში", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.


ამასთან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და ხაზგასმით აღსანიშნავია ფაქტები, რომლებიც დღეს დილით დაფიქსირდა თბილისის, რუსთავის და სხვა საარჩევნო ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები.


"კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნომინირებული კომისიის წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ პროცესის დაწყებამდე წინასწარ გამზადებული წერილითა და ტექსტით, რომელიც შეიცავს განსხვავებულ აზრს და უარყოფით მოსაზრებებს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების შესახებ"- აღნიშნულია განცხადებაში.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, "სხდომების დაწყებამდე, ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გამზადებული იდენტური ტექსტით პროცესის ნეგატიურად შეფასება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება შემდგომში არჩეული, განიხილება პროცესის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ წინასწარ დაგეგმილ ქმედებად".


"ჩვენ ხელთ გვაქვს აღნიშნული ფაქტების მტკიცებულებები, რომლებიც მოგვეწოდა სხდომების დაწყებამდე. შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს კონკრეტული ინტერესების გამო და ხელი შეუწყონ  საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერ საქმიანობას. ამასთან, მივმართავთ დამკვირვებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის  საქმიანობის მონიტორინგში და მიუკერძოებლად ასახონ მიმდინარე ფაქტები და პროცესები" - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?