ენების ევროპული დღესთან დაკავშირებით „ქართული ხელნაწერები“ გამოიფინება

ამბები

26 სექტემბერი 10:57, 2017 წელი

ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, განათლების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით,  პროექტი  უკვე მესამე წელია  ხორციელდება და მიზანს უცხოეთში ქართული ენისა და კულტურის გაცნობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

უცხოეთში, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, საქართველო წელსაც აქტიურად არის ჩართული. ოცზე მეტ ქვეყანაში  წარმოდგენილია ქართული ენის კუთხეები, სადაც ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებული უცხოელები  ქართული ენისა და კულტურის შესახებ საინფორმაციო-პოპულარული მასალებით   დასაჩუქრდებიან.


პროგრამა „ირბახის“ ფარგლებში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს ისეთ სასაჩუქრე კომპლექტებს, როგორიცაა ილუსტრირებული ორენოვანი ბროშურა „ქართული ენა“ (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, თურქულ ენებზე); პოსტერები - „ქართული ანბანი“, „ვისწავლოთ ქართული ენა“;  წიგნის სანიშნე ქართული ანბანის გრაფიკული გამოსახულებებით; კომპაქტდისკი მუსიკალური ვიდეოკლიპისა „ქართული ანბანი“.


სასაჩუქრე კომპლექტს წელს კიდევ ერთი ახალი ბროშურა - „რატომ უნდა ვისწავლო ქართული ენა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე დაემატა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  უცხოეთში საქართველოს საელჩოებს გადასცემს, რომლებიც ენების ევროპული დღის საზეიმო ღონისძიებების დროს ქართული ენის კუთხეების ორგანიზებასა და სასაჩუქრე მასალების გავრცელებას  უზრუნველყოფენ (იხ. ბმული: http://geofl.ge/#!/page_geolang).


ქართული ანბანის თემაზე არაერთი კონფერენცია-სემინარი, საჯარო ლექცია-პრეზენტაცია, გამოფენა თუ პერფორმანსი იმართება თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში. კერძოდ:


12:00 - სემინარი: „ქართული დამწერლობა - კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ - ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4).


12:00-17:00 - ანბანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა - ავტორი დიმა თოფურიძე - (მ. ალექსიძის 1/4).


13:00 - საჯარო ლექცია/პრეზენტაციები - ორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4).


„ქართული ანბანი - სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ - ასოც. პროფ. ლელა ციხელაშვილი.


„ქართული ანბანი - იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდერობის ნუსხაში“ - გ. გოგოლაშვილი, ავთ. არაბული. კ. ნაცვლიშვილი.


13:00 - „მსოფლიოში უნიკალური ანბანი“ - ორგანიზატორი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ღონისძიება მოიცავს რატი ამაღლობელის საჯარო ლექციას, 33 თანამედროვე ქართველი მწერლის ანბანისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას, GAU-ს IT ლაბორატორია GeoLab-ის მიერ ახალი ქართული შრიფტების პრეზენტაციას, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასის მონაწილეობით ეტიუდს ქართული ანბანის შექმნის თემაზე) - (მ. ალექსიძის 1/4).


15:30 - ქართული ანბანი ქართულ ხელოვნებაში - ანბანის თემაზე შექმნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კოლექციის პრეზენტაცია - ორგანიზატორი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (მ. ალექსიძის 1/4).


16:15 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენის გახსნა - „ქართული ხელნაწერი“ - წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (ორიგინალები), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XVIIსს - (მ. ალექსიძის 1/3).


16:15 - ვიდეოპროექტის "ხელნაწერები არ იწვიან" პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნება ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოგამოსვლები ქართულ ანბანზე, ხელნაწერებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ - თამარ ჭოხონელიძე - (მ. ალექსიძის 1/3).


17:00 - ნიაზ დიასამიძის კონცერტი - ხელნაწერთა ინსტიტუტის ეზო.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?