სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში

ამბები

28 სექტემბერი 09:53, 2017 წელი

„მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალის ფარგლებში,  თბილისისა და თელავის შემდეგ, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

განათლებისაკ და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სამეცნიერო პიკნიკზე „საბავშვო მეცნიერებისა“ და „ინოვაციური პროექტების” გამოფენები ყველა ასაკის ბავშვის ინტერესებზე იყო მორგებული.


დამთვალიერებლებმა უამრავი საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი და გამოგონება იხილეს, იყო გამოფენები, პრეზენტაციები, პერფომანსები, სახალისო ცდები ქიმიიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან და ა.შ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ მსგავსი ექსპერიმენტები და მათთვისაც თვალსაჩინო გამხდარიყო ბევრი მანამდე ამოუხსნელი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ პიკნიკში მონაწილეობდა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე - ბრიტანული სამეცნიერო შოუ.


ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია დაესწრო.


საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ იმართება, მისი მასშტაბები და შინაარსი ყოველწლიურად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.


6 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში  რამდენიმე ცენტრალური და 300-მდე  პარალელური ღონისძიება გაიმართება - კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისათვის, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვ. მოხდება იმ დიდ ქართველი მეცნიერების გახსენება, რომელთა იუბილეც წელს აღინიშნება. ამასთან, ქართული და მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევების გაცნობა, რაც ახალგაზრდა თაობას მეცნიერების მიმართ ინტერესს გავუღვივებს.


ფესტივალის მიზანია ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია. მეცნიერებაში ინოვაციური მიდგომების წახალისება და დანერგვა, მკვლევართა მოტივაციის გაზრდა, ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. ფესტივალი ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობას. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების დაახლოებას.


ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეუწყებები, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, კოლეჯები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლების საერთაშორისო ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი,  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო,  სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?