გურჯაანში პირველად ღვინის ფესტივალი გაიმართა

ამბები

7 ოქტომბერი 20:39, 2017 წელი

ქართული ღვინის კვირეულმა კახეთში სწორედ გურჯაანში აიღო სტარტი და წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიროგი ჩოგოვაძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ერთად გახსნეს. 

გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარებისა და ქართული ტრადიციების გაცნობა საზოგადოებისთვის. 

„ღვინის დღე, ღვინის კვირეულად გადაიქცა უკვე ბოლო წლებია და უკვე გურჯაანიც დაემატა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ამ რთველის მიწურულს, რომელიც ასე სასიამოვნოდ ჩატარდა მევენახეებისთვისაც და მეღვინეებისთვისაც, თითოეული მათგანი აქ არის წარმოდგენილი და ერთად აღვნიშნავთ ღვინის დღეს, ერთად ვსვათ წლევანდელი ღვინის სადღეგრძელოს,“-აღნიშნა გღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ გურჯაანში ღვინის ფესტივალის ჩატარება ტრადიციად იქცევა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყოველწლიურად გამეორდება და ღვინის ტურიზმი როგორც მოგეხსენებათ, არის და დარჩება ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ იმას, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი კიდევ უფრო გაიზარდოს და გამდიდრდეს,“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა მობრძანებულ სტუმრებსა და ფესტივალში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და გურჯაანში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.

„ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, გურჯაანში პირველად ტარდება ღვინის ფესტივალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის. გურჯაანი მეღვინეობისა და მევენახეობის გულია და ეს ტრადიცია აუცილებლად დაფუძნდება და ყოველწლიურად აღინიშნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილესა და ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?