საქართველოს წარმომადგენლები პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე

ამბები

16 ოქტომბერი 10:12, 2017 წელი

ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Worldskills)  44-ე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ  გაიხსნა. 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, გახსნის ცერემონიალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო.

80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად,  გახსნის ცერემონიალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, მათი პედაგოგები და კონსულტანტები არიან. დელეგაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობენ.


პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის, 22 წლამდე ასაკის, 1300 წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ, ჩვენ ქვეყანას და საქართველოში პროფესიული განათლების დონეს წარმოაჩენენ   ჩვენი პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებიც. ისინი  7 პროფესიაში: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინში შეეჯიბრებიან თანატოლებს.


საერთაშორისო კონკურსზე წარგზავნილები თბილისში ჩატარებული WorldSkills Georgia-ს ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები  არიან. შეჯიბრი შვიდ პროფესიაში ჩატარდა  და სწორედ, ამ შეჯიბრებაში გამარჯვებულები (თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასულები) იღებენ მონაწილეობას მსოფლიო მნიშვნელობის ასპარეზობაში.


Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა და პედაგოგებმა, საერთაშორისო კონკურსისთვის მომზადების ხანგრძლივი ეტაპი და სპეციალური სატრენინგო მოდული გაიარეს. მათი პროფესიონალიზმი  Worldskills-ის ორგანიზატორების მიერ უმაღლესი ქულებით შეფასდა.


კონკურსი წელს 44-ედ იმართება, საქართველო კი, მესამე წელია რაც ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას შეუერთდა. საქართველოს წარმომადგენლებმა გასულ წლებში გერმანიასა და ბრაზილიაში გამართულ კონკურსებზე წარმატებით იასპარეზეს.


WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია და მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაციაა.  WorldSkills არის შესანიშნავი პლატფორმა პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?