ზაალ ანჯაფარიძე: „ცესკოს თავმჯდომარის დაჯილდოება ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს“

ამბები

17 ოქტომბერი 16:51, 2017 წელი

„ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ჯოსი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. ასეთი ჯილდოები უბრალოდ არ გაიცემა და ეს არის ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„მკითხველისათვის განვმარტავ, რომ ეს არის ვაშინგტონში მდებარე, დემოკრატიული არჩევნების ხელშემწყობი, ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციის  International Foundation for Electoral Systems (IFES) ჯილდო. სხვათა შორის,თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში ცესკომ ორი საერთაშორისო, პრესტიჟული, ჯილდო მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთ საარჩევნო პროცესში უმცირესობების ჩართულობისათვის. ასეთი ჯილდოები ისე უბრალოდ არ გაიცემა და ეს არის ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარება. ასევე, ეს არის საუკეთესო და ობიექტური პასუხი მისი კრიტიკოსებისთვის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.


მისივე თქმით, ჯილდო, აღიარებასთან ერთად, ნიშნავს ნდობასა და მაღალ საარჩევნო სტანდარტების მოთხოვნას ჩვენგან, რაც, უბრალოდ, უფლებას არ აძლევს ცესკოს და ხელისუფლებას ამ სტანდარტებს გადაუხვიონ.


„ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს არჩევნების სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად და კანონის და კონსტიტუციის დაცვით აღკვეთოს ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს" - განაცხადა ანალიტიკოსმა.


თამარ ჟვანიას ჯილდო ვაშინგტონში 2 ოქტომბერს გადასცეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?